რეზონანსი
28.06.2022

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები რუსეთის კიდევ 57 მოქალაქეს დაუწესა. მათ შორის არის  ტელეწამყვანი თინა კანდელაკი.

კანდელაკი გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისთვის სასიამოვნოა "ღირსეული ადამიანების რიგებში" მოხვედრა.

"სასიამოვნოა ღირსეული ადამიანების რიგებში მოხვედრა, რომლებიც თავისიანებს არ ასმენენ.

სამყარო შეიცვალა და ჩვენ არასდროს ვიქნებით ძველი სამყაროს ნაწილი. ჩვენ იქ არ გველოდებოდნენ და არც გველიან. და მათ, ვინც ცდილობს ერთდროულად ორ სკამზე ჯდომას, ან პირიქით, გადაჯდა არამიწიერ სკამზე, ვუსამძიმრებ.

სამშობლო მხოლოდ აქ არის. ყოველთვის ასე იყო და იქნება. ჩემთვის, ჩემი შვილებისთვის და ჩემი ოჯახისთვის," - წერს თინა კანდელაკი Telegram არხზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×