რეზონანსი
23.02.2021

ანუკის დედა ნინო ჭუმბურიძე ექიმი-ენდოკრინოლოგი გახლავთ და გარდა ამისა, უკვე დიდი ხანია, რაც აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში... ადვილი არ იყო ქალბატონი ნინოს დათანხმება ინტერვიუზე. ჟურნალმა "გზამ" კახა კალაძის სიდედრთან ასაუბრება მოახერხა:

"ანუკი უზომოდ ონავარი და  ცელქი იყო, მოუსვენარი, თან ძალიან საყვარელი... ლაღი და ხალასი ბუნება ჰქონდა. მეოთხე ბავშვი რომ დაიბადა და მე და ბადრიმ ანუკი პატარასთან ერთად დავინახეთ, ერთმანეთს გადავხედეთ და ვუთხარით, - როგორ წარმოვიდგენდით, რომ წლების შემდეგ ის პატარა გოგონა 4 ვაჟკაცის დედა იქნებოდაო...

კახა სახელით მომმართავს. ნინო - ჩვეულებრივ, ასე მეძახის. ანუკიც სახელით მიმართავს დედამთილს, ხოლო რაც შეეხება კახას მამას, მხოლოდ ანუკის აქვს უფლება, კარლოს შინაურული სახელი - ბულია დაუძახოს. განსაკუთრებულად ანებივრებს რძალს (იცინის)...

ანუკის ძალიან უნდოდა, გოგონა ჰყოლოდა. ვნახოთ, კიდევ თუ გაბედავს... როდესაც გავიგეთ, რომ მეოთხეც ბიჭი იყო, მედიკოს, კახას დედას უთქვამს, - რა გახდა, ერთ კიკინებიან გოგოსაც რომ ერბინა ჩვენს ეზოშიო. ანუკის სიცილით უთქვამს, რა ვქნა, არ "გამომდის" გოგონები, ავდგები, კიკინებს გავიკეთებ და მე ვირბენ ეზოშიო..." - განაცხადა ნინო ჭუმბურიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )