სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა ღვედაშვილი
    01.11.2017

    "ვფიქრობ, არჩევნები ჩატარდა ნორმალურად, სერიოზული დარღვევების გარეშე", - ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ესტონელი ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად განაცხადა, თუ როგორ შეაფასებდა ის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს.

    "დაახლოებით 10 დღის წინ "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა არჩევნებში, მოიგო ეს არჩევნები, რომელიც ჩატარდა ნორმალურად, სერიოზული დარღვევების გარეშე. ოპოზიციას ჰქონდა საშუალება, რომ ჩაეტარებინა საარჩევნო კამპანია. შეიძლება, კითხვა გაჩნდეს, ამ გარემოში, როცა არის კონკურენცია და ერთი პარტია ყოველთვის იმარჯვებს უმრავლესობით, ეს არის თუ არა კარგი. მე შემიძლია გითხრათ, რომ ეს არ არის დემოკრატიის მიზანი. დემოკრატია ნიშნავს კონკურენციას. ევროპული დემოკრატია ნიშნავს, როცა სახელმწიფოში, სულ მცირე, სამი ან ოთხი ძლიერი პარტიაა. ეს არის პირდაპირი გზავნილი, რომ ჩვენს საარჩევნო სისტემაში პრობლემაა. ჩვენ ვართ თავისუფალი საზოგადოება, რომელიც ცდილობს, უფრო მაღალი დემოკრატიული სტანდარტები დააწესოს," - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

    ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის განცხადებას, რომ არჩვენები სერიოზული დარღვევების გარეშე ჩატარდა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წევრებს მიმართა.

    ნუცა ჯანელიძე (მუსიკოსი): სერიოზული დარღვევების გარეშე ნამდვილად ჩატარდა. ამ სერიოზულში კი იგულისმხება ფანჯრიდან ტომრების გადატანა ავტომატებით და ა.შ. არ დავასახელებ, როდის ხდებოდა ასეთი ამბები. მაგრამ ის დარღვევები, რომლებიც ჩვენთან მოხდა, იქაც ხდება, სადაც ძალიან ხმამაღლა აცხადებენ დემოკრატიის შესახებ. ასე რომ, პრეზიდენტს ვეთანხმები.

     ირმა სოხაძე მომღერალი): აბსოლუტურად ვეთანხმები პრეზიდენტს. მე სერიოზული დაღვევები ნამდვილად ვერ შევამჩნიე.

     

     

     

     

     იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი):რაც მე მაქვს ინფორმაცია, ვიცი, რომ დარღვევების გარეშე არ ჩატარებულა. მე არც სიების მჯერა. ამასთან, ის, რაც თიანეთში მოხდა, ბევრ რამეზე მეტყველებს. ასევე, ბურჯანაძის განცხადება, რომ საშუალება არ მისცეს გაეხსნათ ყუთი და თავიდან გადაეთვალათ ხმები. როცა ამის საშუალებას არ გაძლევენ, ეს ბადებს სერიოზულ ეჭვს, თუ როგორ ტარდება არჩევნები.

    აღსანიშნავია ისიც, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ბევრმა არ შეაფასა დადებითად ეს არჩევნები. მგონი, ერთმანეთზე უარესად ტარდება ეს არჩევნები, ეს კი სერიოზული დისკრედიტაციაა თავად დემოკრატიული პროცესისა, რომელიც უშუალოდ არჩევნებზეა დამოკიდებული.

     ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი):რასაც მასმედიიდან ვისმენ, ვეთანხმები. დარღვევა, ხომ იცით, როგორც არის, არის აშკარა და არის ზეწოლა ამომრჩეველზე, რომელიც ფორმალურად არ ფიქსირდება.

    რა თქმა უნდა, აქ არ იყო ისეთი გამჭვირვალე ტექნოლოგიები, რომლებზეც შეიძლება, კონტრთამაშები არ მუშაობდეს. პრეზიდენტს ვეთანხმები, რომ დარღვევები იყო, კონკრეტული შეიძლება არა, მაგრამ სისტემური დარღვევები იყო.

     

     

     მიხეილ ღანიშაშვილი (პოეტი): არ ვეთანხმები. მიუხედავად იმისა, დამკვირვებლებმაც განაცხადეს, რომ სერიოზული დარღვევები არ ყოფილა. ამის ყველაზე საილუსტრაციო მაგალითი არის თიანეთში განვითარებული მოვლენა, სადაც "ოცნების" კონკურენტთან წაგება სასამართლომ დაადასტურა.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter