სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა ღვედაშვილი
    23.09.2017

    კმაყოფილი ხართ თუ არა განახლებული პეკინის გამზირით? განახლებული და რეაბილიტირებული პეკინის გამზირი გაიხსნა. თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, სრულად გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, დაიგო გზის ახალი საფარი. ამასთან, პეკინის ქუჩაზე 3 მეტრით გაფართოვდა ტროტუარი და ერთი კილომეტრის მანძილზე ორმხრივი ველობილიკები მოეწყო.

    სიახლეა საავტომობილო მოძრაობის მხრივაც - პეკინის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ორმხრივად იმოძრავებს, თუმცა ავტომობილებისთვის გადაადგილება კვლავ ცალმხრივია.

    "პეკინის გამზირი ერთ-ერთი ხელით საჩვენებელი ადაპტირებული გამზირია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. მთლიანად გამოიცვალა პეკინის გამზირზე არსებული ავტობუსების მოსაცდელები და დღეს ჩვენ თანამედროვე მოსაცდელები გვაქვს," - განაცხადა დავით ნარმანიამ.

    კმაყოფილი ხართ თუ არა განახლებული პეკინის გამზირით? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.

     თათული ედიშერაშვილი (მსახიობი): "სანამ სამუშაოები დასრულდებოდა, მანამდე მომიწია სიარული და საცობებში დგომა და ბედნიერი ნამდვილად ვერ ვიქნებოდი. ამიტომ ბოლო პერიოდი ამ გზით სიარულისგან თავს ვიკავებდი. თუმცა, იმედი მაქვს ძალიან კარგი იქნება. ყველაფერს ახალს, ლამაზს და გაკეთებულს მივესალმები."

     

     

     

     ნუცა ჯანელიძე (მუსიკოსი): "არ ვყოფილვარ, თუმცა, რასაც ვუყურებ, ძალიან კარგია. ერთადერთი რაც ვერ გავიგე, ეს ცალმხრივი მოძრაობის გაკეთებაა. არ ვიცი ეს რას მოგვიტანს, ალბათ მივეჩვევით, მაგრამ არ ვიცი...

    "თუმცა, თავად ქუჩა ესთეტიურად ლამაზი უნდა იყოს. ყვავილები, სკამები - ვფიქრობ ეს ძალიან კარგია."

     

     

     

     იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი): "პეკინის ქუჩის რებილიტაციით კმაყოფილი ვარ, რადგან ის მიიღებს შესამის იერსახეს. თუმცა, ეს პეკინის კი არა, გამსახურდიას ქუჩაა. მიმაჩნია, რომ ეს ერთ-ერთი მშვენიერი და ლამაზი ქუჩაა.

    "ჩვენ ვნახეთ, რომ ველოსიპედებისთვისაც გაკეთდა სავალი გზა, რაც ასევე მისასალმებელია. თუმცა, რას მოგვიტანს ამ ქუჩის გაცალმხრივება საცობების მხრივ, ამას დრო გვიჩვენებს. საერთო ჯამში კი მერიის მუშაობით კმაყოფილი ვარ და მინდა მათ მადლობა გადავუხადო."

     

     თემურ ნანეიშვილი ფიზიოლოგი):  "სიმართლე გითხრათ, პირადად არ გამივლია განახლების შემდგე პეკინის ქუჩაზე, თუმცა ის, რაც ტელევიზორის საშუალებით ვნახე, საკმაოდ კარგი იყო."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter