სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მამუკა ნაცვალაძე
    14.03.2016

     შაბათს სოჭში, რაგბი ევროპის მიმდინარე გათამაშების მეოთხე ტურის მატჩში, რუსეთის ეროვნულმა ნაკრებმა "ბორჯღალოსნებს" უმასპინძლა. ყოფილ "სლავა მეტრეველის" სახელობის სტადიონზე, რომელსაც დღეს "იუგ სპორტი" ეწოდება მილტონ ჰეიგის რაზმმა რუსეთთან მე-20 საიუბილეო მატჩში მე-18 გამარჯვება მიითვალა 24:7. ეს იყო "დათვებთან" ჩვენი ეროვნული ნაკრების ზედიზედ მეთხუთმეტე მოგება.

    მარი მგალობლიშვილი
    12.03.2016

     სერხიო ბუსკეტსის გადაბირებას რამდენიმე ევროპული გრანდი ცდილობს, მაგრამ თავად ფეხბურთელი "ბარსელონაში" თავს შესანიშნავად გრძნობ. კატალონიაში ის თავის ოცნების კლუბში თამაშობს, სადაც ხელფასის სახით წელიწადში 16 მილიონ ევროს იღებს. ფეხბურთელის თქმით, ის არ აპირებს კლუბის გამოცვლას.

    მარი მგალობლიშვილი
    11.03.2016

     ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური განმეორებითი მატჩები მეტად საინტერესო გამოდგა - ესპანეთის "ლა ლიგაში" არცთუ წარმატებული ასპარეზობის ფონზე მადრიდის "რეალი" ევროტურნირებში რეაბილიტაციას ცდილობს.

    მარი მგალობლიშვილი
    10.03.2016

     "ძალიან მინდა, პერუს ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის თასი ავწიო" - განაცხადა კლაუდიო პიზარომ ფიფას ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში. 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში გაიმართება, ამ დროს კი პერუს ნაკრების ლიდერი 39 წლის იქნება.

    მამუკა ნაცვალაძე
    09.03.2016

     შაბათს, 12 მარტს, სოჭში, "სლავა მეტრეველზე" საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის მიმდინარე გათამაშების მეოთხე ტურის შეხვედრას გამართავს რუსეთის ეროვნულ ნაკრებთან. მატჩი საქართველოს დროით 16:00 საათზე დაიწყება, რომლის პირდაპირ რეპორტაჟსაც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგვთავაზებს.

    მამუკა ნაცვალაძე
    08.03.2016

     გუშინ სამხრეთამერიკული ტურნედან დაბრუნდნენ 20 წლამდე "ბორჯღალოსნები". 16 თებერვლიდან 4 მარტის ჩათვლით უმცროსმა "ბორჯღალოსნებმა" 4 მატჩიანი სერია გამართეს არგენტინასა და ურუგვაიში.

    მარი მგალობლიშვილი
    07.03.2016

     ფიფას ახალმა პრეზიდენტი ჯანი ინფანტინი, რომელმაც პოსტი 26 თებერვალს ჩაიბარა, რამდენიმე დღეში ფიფას ოფიციალურ საიტს ინტერვიუ მისცა, სადაც საუბრობს თუ როგორ შეიცვლება მსოფლიოს ჩემპიონატის ფორმატი, რა ახალი ტექნოლოგიების დანერგვას აპირებს ფეხბურთში რათა გულშემატკივრისთვის თამაში უფრო ლამაზი საყურებელი გახდეს.

    მამუკა ნაცვალაძე
    05.03.2016

     "მანჩესტერ იუნაიტედის" 18 წლის თავდამსხმელი მარკუს რეშფორდი ევროპა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. როგორც უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, ინგლისელმა გულშემატკივართა ხმების 51% მიიღო. მეორე ადგილზე გასული სოფიან ფეგული ("ვალენსია", 20%) და მესამეადგილოსანი კოუტინიო ("ლივერპული", 15%) უფრო მოგრძალებული შედეგით გამოირჩნენ.

    მარი მგალობლიშვილი
    04.03.2016

     39 წლის პატრიკ კლიუვერტმა ბუცები ლურსმანზე უკვე დიდი ხანია ჩამოკიდა და ახლა ის მზადაა მწვრთნელად იმუშაოს.

    მამუკა ნაცვალაძე
    03.03.2016

     კატალონიის "ბარსელონას" ყოფილი ნახევარმცველი ხავი ერნანდესი, რომელმაც ყატარის "ალ-სადთან" გააფორმა სამწლიანი კონტრაქტი, აქტიურად ადევნებს თვალს თავისი ყოფილი გუნდის თამაშს. ეს არცაა გასაკვირი - ესპანური ფეხბურთის ლეგენდა ხომ კატალონიურ გრანდში 1998 წლიდან თამაშობდა და ამ ხნის განმავლობაში 751 მატჩი მიითვალა.

    მამუკა ნაცვალაძე
    02.03.2016

     საქართველოს 20 წლამდელ მორაგბეთა ნაკრები სამხრეთამერიკული ტურნეს ფარგლებში მნიშვნელოვან სპარინგებს ატარებს არგენტინელ და ურუგვაელ თანატოლებთან. უმცროსმა "ბორჯღალოსნებმა" ტურნეს მესამე მატჩი გამართეს. ჩვენი 20-წლამდელები მონტევიდეოში, მასპინძელ "ტერიტოსს" (ურუგვაის 20 წლამდელთა ნაკრები) შეხვდნენ და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით დათმეს შეხვედრა 19:21.

    მარი მგალობლიშვილი
    01.03.2016

     პორტუგალიური "პორტუსა" და ესპანეთის ნაკრების მეკარე იკერ კასილასმა დიდი ხნის თანამშრომლობის შემდეგ მადრიდის "რეალი" დატოვა.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter