სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ომარ თეთრაძე თავისი ფეხბურთელების თამაშით კმაყოფილია
    მარი მგალობლიშვილი
    24.09.2009

    მარტო ოთარ მარცვალაძემ მეორე წრეში 11 გოლის გატანა შეძლო. ამ უქმეებზე "ანჟი" "კამაზს" დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა. ამის მიუხედავად მახანჩკალური კლუბს 58 ქულა აქვს და ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობს.
    "კამაზთან" მატჩის შემდეგ, "ანჟის" მთავარი მწვრთნელი ომარ თეთრაძე რუსულ გამომცემლობას "სპორტ-ექსპრესს" ესაუბრა. ქართველი მწვრთნელი თავისი ფეხბურთელების თამაშით კმაყოფილია და აღნიშნავს, რომ თითეული მოთამაშე 90 წუთის განმავლობაში ბოლომდე იხარჯება.
    ომარ თეთრაძე: ჩემმა ფეხბურთელებმა ძალიან კარგად ითამაშეს და ამისთვის მადლობელი ვარ. მთელი 90 წუთი თამაშობდნენ მეტოქის ნახევარზე. თუმცა ჩვენ ვერ შევძელით საგოლე მომენტების რეალიზაცია.
    - ამ თამაშში გამოჩნდა, რომ "ანჟის" ფეხბურთელები დაღლილები იყვნენ...
    ო.თ: ეს მხოლოდ შორიდან ჩანდა, რომ ფეხბურთელები დაღლილები იყვნენ, თუმცა ასე ნამდვილად არ ყოფილა.
    - იაშვილის შეცვლა რამ გამოიწვია?
    ო.თ: ჩვენი ფეხბურთელები პროფესიონალები და სერიოზულები არიან. მაგრამ იაშვილი დამაკმაყოფილებლად არ თამაშობდა.
    - მართალია ხოჯავას "რუბინში" გადასვლის ამბავი?
    ო.თ: არა, ის არის "ანჟის" ფეხბურთელი. მას კონტრაქტი კლუბთან ამ სეზონის ბოლომდე აკავშირებს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter