თამთა ჩაჩანიძე
24.06.2020

„მაკრონმა თავისი განცხადებნით ფაქტიურად პირდაპირ თქვა, რომ თურქეთს ლიბიაში არაფერი არ ესაქმება, მეორე ის, რომ მან ნატოს ტვინის კვდომაზე განცხადება კვლავ გაიხსენა, როგორც ჩანს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის საბჭო შეიკრიბება, რომ ინციდენტი განხილულ იქნას. ეს რიგითი ტიპის შეტაკება არაა, თან მაკრონის ამ განცხადების ფონზე."- ასე აფასებს „რეზონანსთან" ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ლიბიაში საფრანგეთ-თურქეთის დაპირისპირებას.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს გამოეხმაურა, რომელმაც თურქეთი ლიბიაში აღებული ვალდებულებების დარღვევაში დაადანაშაულა

„იმას, რასაც მაკრონმა სახიფათოთამაში უწოდა, ესაა ლიბიის ლეგიტიმური მთავრობისადმი ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა გაეროს გადაწყვეტილების ფარგლებში, ეს იმით შეიძლება აიხსნას, რომ მას გონება დაუბინდდა,"-განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს სპიკერმა ჰამია აქსოიმ.

მისი თქმით, მარშალ ხალიფა ჰაფტარმა, რომელსაც საფრანგეთი მხარს უჭერს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ხელის მოწერაზე უარი განაცხადა და იმაში, რომ აფრიკის ამ ქვეყანაში ქაოსია, ამაზე პასუხისმგებლობა საფრანგეთს ეკისრება.

„იმისდა მიუხედავად, რომ მაკრონი ამ ფაქტის დამალვას ჩვენი ქვეყნის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებით ცდილობს, ლიბიელი ხალხი საფრანგეთის მიერ მიყენებულ ზიანს არასოდეს დაივიწყებს ... საფრანგეთი მოქმედებს როგორც სანაპირო ქვეყანა, თუმცა დროა გვესმოდეს, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უფლებამოსილია რეგიონალურ საკითხებზე მიიღოს გადაწყვეტილებები. საფრანგეთის პოზიცია, რომელიც უგულებელყოფს თურქეთის კანონიერ უფლებებს რეგიონში, კიდევ უფრო ამძაფრებს დაძაბულობას აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში,"-განაცხადა აკსოიმ.

მისივე თქმით, მაკრონის განცხადება იმაზე, რომ ნატო ტვინის კვდომას განიცდის, არასწორია, რადგან პანდემიის პერიოდში ალიანსმა აქტივობა დააფიქსირა.

მაისაია ამბობს, რომ ხმელთაშუა ზღვაში ნატოს ორ წევრს შორის სამხედრო ინცინდენტი და შემდგომი დაპირისპირება ალიანსისთვის ძალიან არასასიამოვნო ფაქტია, მიიჩნევს, რომ ამის აღმოსაფხვრელად საჭიროა ალიანსის საბჭოც კი შეიკრიბოს.

„რამდენადაც ვიცი, იქ ფრანგულ და თურქულ სამხედრო გემებს შორის შეჯახება მოხდა, ორივე მხარე ერთმანეთს აბრალებს, მაგრამ სამხედრო ინცინდენტი რომ იყო, ფაქტია.

„მაკრონმა თავისი განცხადებნით ფაქტიურად პირდაპირ თქვა, რომ თურქეთს ლიბიაში არაფერი არ ესაქმება, მეორე ის, რომ მან ნატოს ტვინის კვდომაზე განცხადება კვლავ გაიხსენა, როგორც ჩანს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის საბჭო შეიკრიბება, რომ ინციდენტი განხილულ იქნას,ეს რიგითი ტიპის შეტაკება არაა, თან მაკრონის ამ განცხადების ფონზე.

„ნატოს ორი წევრის სერიოზული გეოსტრატეგიული დაპირისირების ფონზე, ფაქტიურად ლიბიის კონფლიქტში საფრანგეთი და რუსეთიმოკავშირეები გამოდიან, ორმაგად ვითარდება მოვლენები. მით უმეტეს, რომ პროცესში ჩარევას ეგვიპტეც აპირებს, სადაცაა ლამის ჯარებიც კი შეიყვანოს, თუ სირტასსარაჯის ეროვნული ძალები დაიკავებს, მაშინ ეგვიპტე ლიბიაში ინტერვენციას პირდაპირ მოახდენს, ამასტან ეგვიპტეც ნატოსთანაა კავშირში იმ გაგებით, რომ ისინი ხმელთაშუაზღვისპირეთის დიალოგის მონაწილე სახელმწიფოს წარმოადგენენ.

„საფრანგეთი-თურქეთის დაპირისაპირებისას, შესაძლოა ის სცენარი განმეორდეს, რომელიც ჯერ კიდევ კლასიკური ცივი ომის პერიოდში მათ შორის იყო.

„საფრანგეთი ნატოს მიმართ ორმაგ პოზიციას ავლენდა ხოლმე, 1966 წელს საფრანგეთი ნატოდან საერთოდ გამოვიდა, უფროი მეტიც მაშინდელმა პრეზიდენტმა დე გოლმა პირდაპირ მოითხოვა, რომ ნატოს შტაბბინა პარიზიდან ბრიუსელში გადასულიყო.

„თურქეთის დამოკიდებულება ნატოსადმი ასევე არცთუისე დიდი სიმძლავრით გამოირჩევა, შესაძლოა ერდოღანი მკერდზე მჯიღს ირტყამს, მაგრამ რეალურად საგარეო და თავდაცვის პოლიტიკა იმის აბსოლუტური ანტიპოდია, რასაც ნატო რუსეთთან მიმართებაში ახორციელებს,"-განაცხადა მან.

მისივე თქმით, არც საფრანგეთი და არც თურქეთი ლიბიაში პოზიციებს არ დათმობენ, რადგან საფრანგეთს ამ ქვეყანაში ენერგოინტერესები, ხოლო თურქეთს ამასთან ერთად ისტორიული ინტერესებიც ამოძრავებს.

„არა მგონია, რომ თურქეთმა და საფრანგეთმა ლიბიასთან დაკავშირებთ პოზიციები დათმონ, სარაჯის მთავრობა საერთაშორისო საზოგადოების მიერ ფაქტიურად აღიარებულია თითქოსდა მარშალ ხაფთარის საწინააღმდეგოდაა აღიარებული, მაგრამ ხუთი ყველაზე მძლავრი გლობალური დონის ქვეყანა, საფრანგეთი, რუსეთი გაერთიანებულ არაბთა ემირატები, ეგვიპტე, ხაფთარს სარაჯის წინააღმდეგ მხარს ცალსახად უჭერენ.

„თუ ერდოღანმა ლიბიაში არსებული მდგომარეობა დათმო, მან შესაძლოა ქვეყნის შიგნით სერიოზული პრობლემები შეექმნას, რა თქმნა უნდა საფრანგეთიც უკან არ დაიხევს. საფრანგეთი ლიბიის ენერგორესურსების ათვისებით ძალიან დაინტერესებულია, ასევე სხვა ინტერესებიცაა.

„რაც ყველაზე მთავარია თურქეთს ნეოოსმალური იდეის აღდგენა სურს, თავის დროზე ლიბია ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა, აქ უკვე ისტორიული მეხსიერების აღდგენა ხდება,იგი ნეოოსმალიზმის იდეას ავითარებს,ლიბიაზე კონტროლის დაწესება ეს სწორედ დიდი ოსმალეთის იმპერიის აღდგენის პირველი ნაბიჯია, ანუ მას არა მხოლოდ ენერგოუსაფრთხოებისა და გეოპოლიტიკური ინტერესები არამდე მას ისტორიული ინტერესებიც ამოძრავებს.

„ლიბიის კონფლიქტში უკრანია რუსეთიც კი გამოდიან შეფარული მოკავშირეები,გუშინ არაბთა გაერთიანებული ემირატებიდან ლიბიის მიმართულებით, ხაფტარის არმიის მხარდასაჭერად უკრაინული სამხედრო თვითმფრინავის გადაფრენა დაფიქსირდა, მაკრონმა კიმემგონი დონალდ ტრამპის მხარდაჭერაც კი მოიპოვა, როგორც ჩანს თურქების წინააღმდეგ სერიოზული კოალიცია იკვრება."-განაცხადა მაისაიამ.

თურქეთი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ლიბიის გაერო-ს მიერ აღიარებულ მთავრობას აქტიურად ეხმარება. აწვდის იარაღს, თურქეთის ავიაცია საჰაერო მხარდაჭერას უწევს ფაიზ სარაჯის მთავრობის არმიას.საფრანგეთს ლიბიელი ამბოხებული გენერლის ხალიფა ჰაფთარის მხარდაჭერაში ხშირად ადანაშალებენ, რასაც უარყოფენ.

2011 წელს მუამარ კადაფის გადაყენების შემდეგ, ლიბიაში ორმმართველობა ჩამოყალიბდა. ტრიპოლი და ქვეყნის დასავლეთ მხარე ხელისუფლების კონტროლის ქვეშაა, რომელსაც მხარს უჭერს გაერო. აღმოსავლეთ ნაწილი და სამხრეთი 2014 წელს არჩეული „ტობრუკეს" მთავრობის კონტროლის ქვეშაა, რომელიც ხალიფა ჰაფტარის და მისი ჯარის მომხრეა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
სრულიად საქართველო   (24.06.2020)
ნეტა სულ გაწყდნენ ეს ყიზილბაში თურქები რააა..... ამაზრზენი გულისამრევი სუნიანი ერი


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×