თამთა ჩაჩანიძე
19.06.2020

პანდემიის პერიოდში კორონავირუსის მზარდი დადასტურებული შემთხვევების შემდეგ იტალია „წითელ ზონად" გამოცხადდა და შესაძლოა ეს დაგვიანებული გამკაცრებული ზომების შედეგიც იყო, რადგან ქვეყანაში კორონავირუსმა, იტალიის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, ჯერ კიდევ სულ მცირე გასული წლის დეკემბერში შეაღწია - ვირუსი მილანში და ტურინში გამდინარე წყლების ნიმუშებში დაფიქსირდა.

"2019 წლის 19 დეკემბერს მილანსა და ტურინში აღებული ნიმუშების (ასევე 2020 წლის 29 იანვარს ბოლონიაში) ორ სხვადასხვა ლაბორატორიაში დადასტურებულმა შედეგებმა, რომლებიც ორი განსხვავებული მეთოდის გამოყენებით ჩატარდა, SARS-COV-2-ის არსებობა აჩვენა," - აცხადებს იტალიის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტი.

მათივე კვლევის შედეგების მიხედვით, კორონავირუსის კვალი ასევე იანვარისა და თებერვლის ნიმუშებშიც იქნა ნაპოვნი.

აღსანიშნავია, რომ წყალგაყვანილობის სისტემებიდან 2019 წლის ოქტომბრიდან 2020 წლის თებერვლამდე სულ 40 ნიმუში იქნა აღებული, ხოლო 2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის ივნისამდე- 24 ნიმუში.

ინფიცირების პირველი შემთხვევა თებერვლის დასაწყისში ლომბარდიის რეგიონში დაფიქსირდა, ხოლო შემდეგ ვირუსმა იტალიის სხვადასხვა რეგიონში შეაღწია, ლომბარდია კი დღემდე ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ეპიდემიოლოგიურად არახელსაყრელ რეგიონად რჩება.

კორონავირუსის ინფექციის დაწყებიდან დღემდე, იტალიაში ინფექციის 238 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, 34 ათასზე მეტი ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

მარტის დასაწყისში იტალიის პრემიერმინისტრმა ჯუზეპე კონტემ, კორონავირუსის გავრცელების გამო, ქვეყანაში საგანგებო ზომების დაწესების შესახებ განაცხადა. ქვეყანაში აიკრძალა ყველა მასობრივი ღონისძიება, დაიკეტა სკოლები, უნივერსიტეტები, შეჩერდა ყველა ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×