თამთა ჩაჩანიძე
08.06.2020

მინეაპოლისსა და აშშ-ის სხვადასხვა შტატებში საპროტესტო აქციები ისევ გრძელდება, რომელიც 46 წლის ჯორჯ ფლიოდის მკვლელობას მოჰყვა - ამაზე ჩასაფრებულმა კრემლმა შეიძლება ითქვას უკვე ნიშნისმოგებით დაიწყო საუბარი, საგარეო საკითხების ექსპერტების აზრით კი, ეს ამერიკის არა გარე, არამედ შიდა პრობლემაა და შექმნილი კრიზისიდან „მალე გამოძვრება".

ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში თორნიკე შარაშენიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ შეერთებულ შტატებში საზოგადოების მსგავს პროტესტს გარედან ჩარეული ძალა ვერ გამოიწვევს, მისი აზრით, ეს მხოლოდ შიდა პრობლემებისგანაა გამოწვეული რომელიც კორონავირუსისგან გამოწვეულ საკითხებმაც გაამძაფრა.

„რაღაც მასშტაბის პროტესტია და ობიექტური პრობლემები არსებობს ქვეყნის შიგნით, გარედან ვიღაცამ რაც არუნდა იმაიმუნოს, მსგავს პროტესტს მაინც ვერ გამოიწვევს, პრობლემებია შიგნით და ეს პრობლემები მგონია, რომ კარანტინმაც გაამძაფრა - ბუნებრივია, რომ კარანტინში ადამიანები დანევროზდნენ და მე მგონი ეს უწყობს ხელს.

„ამერიკა ამ კრიზისიდან გამოძვრება, საქართველო-ამერიკის ურთობებს მე მგონი არაფერი საფრთხე არ ემუქრება, არა მგონია, რომ ეს მოხდეს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ამერიკის პოზიცია შეირყეს, ამ ქვეყანას მსგავსი კრიზისები გამოუვლია.

„რუსეთს თავის პრობლემები აქვს - ვირუსს ვერ გამკლავებია, (პრინციპში ამერიკასაც) და ჯერჯერობით ყველაფერი უნდა დალაგდეს, შემოდგომით გაირკვევა ვინ როგორ გამოძვრა ამ კრიზისიდან, რომელიც ბოლო სამი თვეა მიმდინარეობს.

„მოსახლეობის ნაწილი მგონია, რომ ასე მარტივად არ დაწყნარდება, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის, რაც ხდება - დარბევები და ძალადობა, მე მაგალითად პოლიციის დიდ კორდონს ჩავაყენებდი და ამას არ დავუშვებდი, მაგრამ, როგორც ჩანს იქ ჩათვალეს, რომ მოსახლეობა უნდა გამოუშვან. მე ამითი ვხსნი ამას, რომ მოსახლეობა დანევროზებულია, გამოუშვებენ, მერე შერცხვებათ თავიანთი ნამოქმედარით და წავლენ სახლებში, მე მგონი ამას ელოდებიან" -განაცხადა შარაშენიძემ.

„საქართველოს პოლიტიკის ინსიტუტის" ხელმძღვანელი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" ამბობს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში შეერთებული შტატების იმიჯს გარკვეული პრობლემები შეექმნა, მისი თქმით, ექსპერტთა ნაწილიც საუბრობს იმაზე, რომ შექმნილ ვითარებას ტრამპის ადმინისტრაციამ თავი ვერ გაართვა.

„შექმნილი სიტუაცია საერთაშორისო ასპარეზზე შეერთებული შტატების იმიჯის გაზრდას ხელს არ უწყობს. ამისი გამოხატულებაა ისიც, რომ ამ დღეებში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გააკეთა, სადაც ირონიული შენიშვნა იყო იმასთან დაკავშირებით, რომ შეერთებული შტატები ისე მოიქცესო ახლაო, როგორც სხვებს არიგებდა.

„ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, ამერიკის იმიჯს გარკვეული პრობლემები შეექმნა და სწორედ ამის გამოც მისი მმართველობის მიმართ გარკვეული უკმაყოფილებაა, მათ შორის რესპუბლიკური პარტიის ლიდერშიფში.

"თუნდაც ის, რომ კოლინ პაუელმა, ჯორჯ ბუშ უმცროსმა და რესპუბლიკელებმა, რომლებიც ზოგადად ტრამპს მხარს უჭერდნენ, ახლა უკვე აშკარად განაცხადეს, რომ ისინი მას მხარს არ დაუჭერენ და ღიად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ მათი აზრით ის აშშ-სთვის იდეალური პრეზიდენტი არ არის, ნაწილობრივ ამას აბრალებენ იმ პრობლემებს, რომლებიც ბოლო პერიოდში გამოჩნდა. მათ შორის დემოსნტრაციებტან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები, რომელიც ძალიან ბევრი ექსპერტის აზრით, ტრამპის ადმინისტრაციამ ამ პრობლემის მოგვარებას თავი ვერ გაართვა, მათ შორის ძალის და გვარდიის გამოყენება იყო არასწორი და არაეფექტური გადაწყვეტილება.

„ეს არა მგონია საქართველოზე ამ ეტაპზე აისახოს, იქიდან გამომდინარე, რომ შიდა სიტუაცია იმდენად არაა არეული, შიდა ინსტიტუტებია და ეს ინტიტუტები არეგულირებს.

„შეერთებული შტატების ძირითადი ინსტიტუტები, რომლებიც სტრატეგიულ პარტნიორობასთან არიან პასუხისმგებლები, ისინი მეტ-ნაკლებად ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ და აქედან გამომდინარე, არა მგონია, რომ ამასთან დაკავშირებით საქართველოს რამე ემუქრებოდეს" - განაცხადა კაკაჩიამ.

შეერთებულ შტატებში აქციები ორი კვირაა გრძელდება, „სიენენის" ინფორმაციით, სამართალდამცველებმა რასიზმისა და პოლიციის მხრიდან ძალადობის გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოსული მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

სიეტლის პოლიციის დეპარტამენტის მიერ „ტვიტერში" გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მომიტინგეები სამართალდამცველების მისამართით სხვადასხვა საგნებს ისროდნენ, რომელთა შორის მინის ბოთლებიც იყო.

რამდენიმე საათით ადრე კი სიეტლის პოლიციამ მამაკაცი დააკავა, რომელიც საპროტესტო აქციის მონაწილეებში მანქანით შევარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ია   (09.06.2020)
ერთი თქვენ გრცვენიათ და მეორე მაგათ შერცხვებათ. დემოკრატები არ გაჩერდებიან.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×