სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამთა ჩაჩანიძე
    16.10.2019

     უკრაინის ქურდული სამყაროს ერთ-ერთ გავლენიან ლიდერს წარმოშობით თბილისელი ზაქარია კალაშოვის ხალხმა „ტიტული" ჩამოართვა და კიევის ცენტრში სახალხოდ ისე სცემა, რომ ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

    ამან უკრაინული კრიმინალური სამყაროში დიდი ძვრები გამოიწვია, რადგან „ჩამოქვეითებული" ქურდი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა და ფაქტობრივად დასავლეთ უკრაინის „მაყურებლად" მოიაზრებოდა.

    46 წლის კანონიერ ქურდ ანდრეი ნედელსკის, იგივე „ნედელიას" კიევის ცენტრში კალაშოვის ხალხი მაშინ დაუპირისპირდა, როცა ის მეგობრის ქორწილში იმყოფებოდა.

    შეგახსენებთ, რომ ზაქარია კალაშოვი, რომელიც კრიმინალურ სამყაროში „შაქრო მოლოდოის" თიკუნითაა ცნობილი, წარმოშობით თბილისელია, თუმცა ამჟამად რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან „ავტორიტეტად" ითვლება.

    „ნედელიასთან" ანგარიშსწორების მიზეზი, უკრაინული მედიის ცნობით, სამართალდამცავ სტრუქტურებთან მისი სავარაუდო კავშირები გახდა.

    არადა ნედელსკი ერთ დროს „ავტორიტეტების" დიდი პატივისცემით სარგებლობდა და, არც მეტი არც ნაკლები, თვით ასლან უსოიანის, იგივე „დედ ჰასანის", მიერ იყო „ნაკურთხი". აღსანიშნავია, რომ უსოიანიც ასევე წარმოშობით საქართველოდან იყო. ის რამდენიმე წლის წინ მოსკოვში კილერმა გამოასალმა სიცოცხლეს. 2012 წელს, როცა „ნედელია" „აკურთხეს", მას მხარი უკრაინაში მცხოვრებმა ქართველმა „ქურდებმაც" დაუჭირეს, რომლებიც, თუ ადგილობრივ პრესას დავუჯერებთ, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს აკონტროლებენ. კერძოდ, ესენია: ალეკო ნარეკლიშვილი, იგივე „ნარიკი", გია ხმელიძე, იგივე „ხმელო", გია ლობჯანიძე, „კუწუ", სერგო ღლონტი, „გუგა" და ლაშა ჯაჭვლიანი, „ლაშა სვანი".

    თუმცა ქურდულ სამყარომ დავით სებისკვერაძისგან, იგივე „დათო ქუთაისკისგან", შეიტყო „ნედელიასა" და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლობის შესახებ. ამ საქმის „გასარჩევად" 2017 წლის ზაფხულში საბერძნეთში ქურდების შეკრებაზე „ნედელია" მიიწვიეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აქედან მოდის მისი კარიერული დაღმასვლაც.

    ინციდენტი 12 ოქტომბერს, კიევის ცენტრში, უკრაინაში აზერბაიჯანელი დიასპორის წარმომადგენლის ქალიშვილის ქორწილში მოხდა, სადაც „ნედელიაც" იმყოფებოდა. დაპირისპირება სწორედ ამ ქორწილში მოხდა. მას კალაშოვის რამდენიმე ახლობელთან კამათი მოუვიდა, რომელიც შემდგომა ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა და „ნედელიასთვის" სავალალოდ დასრულდა.

    სააგენტო Prime Crime- ის ცნობით, 46 წლის კრიმინალურ ავტორიტეტ „ნედელიას" თავს რუსული კრიმინალური სამყაროს ლიდერის შაქრო მალადოის სამი კრიმინალური ავტორიტეტი დაესხა, მათ შორის დავით ოზმანოვი („დათო კრასნოდარკი") და ნოდარი ასოიანი („ნოდარ რუსტავსკი"). ამჟამად, დაზარალებული საავადმყოფოშია და მდგომარეობა მძიმეა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×