სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა ღვედაშვილი
    19.12.2017

     "მგონია, რომ აშშ-ში შემუშავებულია და დევს პროექტი, რომ უკრაინა გაიხლიჩოს ორ ნაწილად. აღმოსავლეთ და დასავლეთ მხარეებად", - ამის შესახებ პოლიტოლოგმა იგორ კვესელავამ "რეზონანსთან" გაეროში რუსეთის წარმოამდგენლის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

    როგორც გაერო-ში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლის პირველმა მოადგილემ, პეტრე ილიჩოვმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, შეერთებული შტატების კომპანიები, კერძოდ კი Airtronic USA „უკვე აწოდებს იარაღს კიევს, რაზეც საიდუმლო თანხმობა მიიღო როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის, ისე პენტაგონისგან. მიუხედავად ამისა, აშშ ამას ოფიციალურად არ აღიარებს".

    იგორ კვესელავას შეფასებით, თუ ამერიკა უკრაინას იარაღს მიაწვდის, ეს პოლიტიკური პროცესების დაძაბვას გამოიწვევს.

    "ამერიკა თუ გადაწყვეტს უკრაინას იარაღი მიაწოდოს, ეს რა თქმა უნდა პოლიტიკური პროცესების დაძაბვას ნიშნავს. ეს ევროპაში ომის შეჩერებას კი არა გაგრძელებას ნიშნავს. ამერიკას არასდროს უომია თუ მხედველობაში არ მივიღებთ პირველ მსოფლიო ომს და იმ წერტილოვან დარტყმებს, რომელსაც ის ვიეტნამის დროს იღებდა. რა მოუტანა ამ ყველაფერმა ამერიკას ეს ყველასთვის ცნობილია, ამას თავად ყოველთვის უარყოფიად იხენებდა.

    "თუკი, ამერიკა მართლაც გადაწყვეტს ამას, თავის მხრივ რუსეთი იძულებული იქნება საპირისპირო მოიმოქმედოს. იგი იარაღს იარაღს დაუპირისპირებს, ხოლო ძალას - ძალით შეეხვდება. ამასთან, მგონია, რომ აშშ-ში შემუშავებულია და დევს პროექტი, რომ უკრაინა გაიხლიჩოს ორ ნაწილად. აღმოსავლეთ და დასავლეთ მხარეებად. ის პროცესები როემლიც ახლაც მიმდინარეობს უკრაინაში მგონია რომ მას გახლეჩვისკენ მიაქანებს."

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved