თამთა ჩაჩანიძე
20.11.2020

პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანს მსოფლიო წესრიგში თურქეთის ერთ-ერთი წამყვანი ადგილის დაკავების პრეტენზია გაუჩნდა, მისი განცხადბით, ქვეყანას აქვს საჭირო შესაძლებლობები, რომ თავისი ძალა და გავლენა ახალ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სამყაროში გააფართოვოს.

როგორც „ანადოლუ" წერს ერდოღანმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ თურქეთი კორონავირუსს უფრო მეტად ეფექტურად გაუმკლავდა, ვიდრე ბევრი განვითარებული ქვეყანა.

როგორც სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, ერდოღანს მსოფლიო წესდრიგში ადგილის დაკავების პრეტენზია თავიდანვე ჰქონდა, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თურქეთში ვიზიტის დროსაც დაამტკიცა.

„ერდოღანს პრეტენზია თავიდანვე ჰქონდა, რომ მსოფლიო პოლიტიკაში თავისი სიტყვა ეთქვა, პომპეოს ვიზიტს რომ იგნორი გაუკეთა, ეს უკვე ამისი დემონსტრაციაა, რომ ვითომ ამით თავის ჭკუაში ამერიკელებს სილა გააწნა, სხვათა შორის,თურქეთი რუსეთთან ერთად ბირთვული რეაქტორის აშენებას აპირებს და შესაძლოა ჰქონდეს პრეტენზია, რომ ბირთვული ქვეყნის სტატუსის მოპოვების პრეტენზიაც ჰქონდეს.

„თურქეთი მსოფლიოს თითქმის ყველა კონტინენზეა, აფრიაკში თავისი სამხედრო ბაზა აქვს, ასევე სპარსეთის ყურეში, კავკასიაში, სირიაში თურქეთი როგორც რეგიონული ჰეგემონი ისე მონაწილეობს, ლათინო ამერიაკშიც აქვს გარკვეული ურთიერთობები, ცენტრალურ აზიაშიც თავისი გავლენები აქვს."- განაცხადა მაისაიამ.

მანამდე თურქეთის პარლამენტმამთიან ყარაბაღთან დაკავშირებით პრეზიდენტის ბრძანებულება დაამტკიცა, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის კონტროლის მიზნით, აზერბაიჯანში სამხედრო მოსამსახურეების გაგზავნას ითვალისწინებს, დოკუმენტის მიხედვით კი ქვეყნის ტერიტორიაზე ჯარი ერთი წლის განმავლობაში დარჩება.

როგორც სამხედრო ექსპერტი ამბობს, თურქეთიდან აზერბაიჯანში თურქული ჯარების გადასროლის ერთადერთი ოპტიმალური ვარიანტი საქართველოა.

„ერდოღანს თურქეთის პარლამენტმა უფლება უკვე მისცა, რომ ყარაბაღში ჯარები შეიყვანოს, რაც შეეხება იმ საკითხს თუ ამ ჯარების გადაყვანა რომელი გზით მოახდენს, ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტად საქართველოს ტერიტორიის გამოყენება მიაჩნიათ, ეს თურქულ და რუსულენოვან პრესაშიც იხილება, ფაქტიურად დაწერეს, რომ ზაფხულში წვრთნები რომ იყო ტექნიკის გადაყვანა საქართველოს ტერიტორიიდან მოხდა, ეს უჩვეულო არაა იმიტომ, რომ თურქეთი სტრატეგიული მოკავშირეა და ამის უფლება საქართველოს ჰქონდა, მანამდე სამხედრო მოქმედებები დაწყებული არც იყო და ეს პრობლემას არ წარმოადგენდა.

„ახლა უკვე რადგან რუსული სამხედრო ტრანზიტი გაიხსნა, შესაძლოა თურქული სამხედრო ტრანზიტიც გაიხსნას, არ ვამბობ, რომ ეს უკვე დადგენილი საქმეა, თუმცა ესეც მოსალოდნელია, მაგრამ თურქეთი სომხეთის გავლით სამხედრო კონტინგენტს ვერ გადაისვრის, ირანსა და თურქეთს შორის ამაზე შეთანხმება მიღწეული არაა და არ მგონია, რომ ირანმა ამის უფლება მისცეს, რჩება საქართველო."- განაცხადა მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
***   (20.11.2020)
აჰა,აქ წაიტეხს კისერს,მალე დაიწყება მისი დაღმასვლა და თურქეთის ნაწილებად დაყოფა,ჩვენ ჩვენი დაგვიბრუნდება.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×