თამთა ჩაჩანიძე
19.10.2020

ჩეჩნეთის ერთ-ერთი წამყვანი ქირურგი სალახ დაგაევი გაიტაცეს და აწამეს, ხოლო ოჯახს კი მისი გვამი დაუბრუნეს. მოსახლეობა ამ ფაქტს კადიროვის ახლო გარემოცვის წევრის დისთვის გაკეთებულ წარუმატებელ ოპერაციას უკავშირებს.

„კავკაზსკი უზელის" თანახმად, ექიმი ოპერაციის შემდგომ გაიტაცეს და სასიკვდილოდ სცემეს, ხოლო ახლობლებს კი აიძულეს ეთქვათ, რომ ის გულის შეტევით გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ სექტემბრის თვეში ამავე ექიმმა, რომელიც ჩეჩნეთის რესპუბლიკის ერთ-ერთი წამყვანი ქირურგი იყო, კადიროვის ახლო გარემოცვის ერთ-ერთი წევრის მოხუც დას ოპერაცია ჩაუტარა. ქალი გარდაიცვალა, ქირურგი გადაევი კი ამავე დღეს გაიტაცეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. მოგვიანებით კი ექიმის ცხედარი ოჯახს გადასცეს.

სოფელ გოითის მკვიდრმა, სადაც ქირურგი დაკრძალეს, გამოცემას განუცხადა, რომ ხალხმა რომელიც დაკრძალვას ესწრებოდა დაინახა, რომ ცხედარს სახე ცემისგან მთლიანად დალურჯებული ჰქონდა.

„ეს ამბები მუდმივად მას შემდეგ ხდება, რაც კადიროვი ჩეჩნეთის მმართველი გახდა, იგი ფაქტიურად არა მხოლოდ ჩეჩნეთის, არამედ მთლიანად ჩრდილო კავკასიის მმართველია, ესაა რამდენიმე რეგიონი, ინგუშეთი, ჩეჩნეთი და დაღესტანზეც კი აქვს პრეტენზია, ის ფაქტიურად პუტინის მიერ ხელდასმულ პიროვნებას წარმოადგენს და აკეთებს ყველაფერს, რომ ჩეჩნეთის მოსახლეობა დააშინოს, რათა არავის წინააღმდეგობა არ გაუწიოს," - აცხადებს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია.

„პუტინს ეს რომ არ აწყობდეს, რამენაირად ჩამოიშორებდა, როგორც დაღესტანში მუხუ ალიევისა და გაჯიევის მმართველობა არა წყობდა . ჩეჩნეთი სპეციფიკური რეგიონია, აქ ორი ომია გადატანილი და ამ ომებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, ეს მმართველობა აწყობს. შესაძლოა ჩეჩნეთი ჯიჰადისტური დაჯგუფებების ერთ-ერთი მთავარი გრავიტაციის ცენტრი გახდეს, ახლა უკვე აქ სირიელი ჯიჰადისტებიც გამოჩნდნენ, რომლებიც როგორც ჩანს მთიანი ყარაბაღის საბრძოლო მოქმედებებიდან ეგრევე გადაბარგდნენ.

„ის საზოგადოება, რომლებსაც შესაძლოა, რომ კადიროვისათვის წინააღმდეგობა გაეწია გაძევებულია და რესპუბლიკაში დარჩა მოლოდ ის ხალხი, რომლებიც ან კადიროვის მომხრეა, ან მის ტერორის ქვეშაა, ანუ კადიროვს ღირსეული პასუხისგამცემი არ ჰყავს," - განაცხადა მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×