ელზა პაპოშვილი 27.07.2016
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მსახიობების რამდენიმედღიანი პროტესტი, მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებით დასრულდა. გუშინ, ოპერის თეატრის ინფორმაციით, თეატრის დირექტორმა ალექსანდრე მოწონელიძემ, კულტურის მინისტრის მოწოდების შემდეგ, განცხადება დაწერა და თანამდებობა დატოვა. სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი კი თავად მინისტრმა გაათავისუფლა.
|
ლელა ოჩიაური 16.07.2016
რამდენიმე დღეში ფოთში რეგიონული თეატრების მეორე საერთაშორისო ფესტივალი იწყება. მისი დაარსების იდეა მსახიობ ნინელი ჭანკვეტაძეს ეკუთვნის, რომელმაც თანამოზრეების პატარა ჯგუფთან ერთად, შარშან პირველი და წარმატებული ფესტივალი ჩაატარა.
|
ლელა ოჩიაური 06.07.2016
ბოლო წლებში საქართველო აქტიური საფესტივალო თეატრალური ცხოვრებით ცხოვრობს. ფესტივალს ფესტივალი ემატება. ერთი მთავრდება და მეორე იწყება. შემდეგ მესამე, მეოთხე, მეხუთე... ზოგი უკვე ტრადიციულია და ზოგიც - სულ ახალი. ზაფხული და შემოდგომა ყველაზე ცოცხალი და დატვირთულია. "სეზონს" გორის კომედიის ფესტივალი ხსნის, რომელსაც ქუთაისის რეგიონული მოჰყვება; შემდეგ ოზურგეთის ნოდარ დუმბაძის ფესტივალი და ბათუმში - ქუჩის თეატრების დღეები - "ჰიტ ბათუმის" ფარგლებში. შემოდგომაზე - მესხეთის ეროვნული დრამატურგიის ფესტივალის, გორის - სახალხო თეატრების, თბილისის - საერთაშორისო და ხელოვნების საერთაშორისო-"საჩუქრის" დრო დგება.
|
სალომე სარიშვილი 30.06.2016
არქეოლოგიურმა გათხრებმა აწყურის კათედრალურ ტაძარში ორი მნიშვნელოვანი აღმოჩენა გამოავლინა. ტაძრის ინტერიერში აღმოჩენილი ძველი შენობათა ნაშთები ადრეული შუა საუკუნეებით თარიღდება და მას სხვადასხვა დანიშნულება ჰქონდა, თუმცა, გარდა ამისა, ტაძრის გარეთ აღმოჩენილია ასევე ადრეული შუა საუკუნეების აქამდე უცნობი ეკლესიის ნაშთები, რომლებზეც ასომთავრული წარწერაა დატანებული. გათხრებმა სხვადასხვა დეკორატიული ნივთიც აღმოაჩინა, რომლებიც სავარაუდოდ მეათე საუკუნეს მიეკუთვნება.
|
ლელა ოჩიაური 27.06.2016
სცენის სიღრმეში ცათამბჯენებიანი ქალაქის ხედის პროექციაა. მის წინ დიდი გამჭვირვალე კედელია, რომლის მიღმა მაგიდები, დახლი და მაგიდასთან მჯდომი ფიგურა ილანდება. ფასადის კუთხეში ლაითბოქსია - ბარი "სამოთხე". კიდევ უფრო წინ - მთელი სცენა უბრალო, ძველებური და ძველი ავეჯითაა გაწყობილი (მთლიანად "გაჭედილი") - საშუალო ფენის ადამიანის საცხოვრებელი, ყოფისთვის ყველა საჭირო ატრიბუტით.
|
სალომე სარიშვილი 23.06.2016
სავარაუდოდ მე-13 საუკუნის ოქროს ბეჭედი და რამდენიმე ახალი კერამიკის ჭურჭელი - ეს ნივთები ახალი გათხრების შედეგად აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ გეგუთის სასახლეზე არქეოლოგია რამდენიმე დღის დაწყებულია, სასახლემ გარკვეული სიახლეები უკვე გამოავლინა.
|
ნინო ქეთელაური 22.06.2016
თურქეთში არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კვლევებსა და სარეაბილიტაციო სამუშაოებში ქართველი ექსპერტებიც ჩაებმებიან, ხოლო საქართველოში ოსმალური და მუსლიმანური ძეგლების კვლევა-აღდგენაში თურქი მეცნერები მიღებენ მონაწილეობას. ამის შესახებ დოკუმენტს საქართველოსა და თურქეთს შორის მალე მოეწერება ხელი.
|
სალომე სარიშვილი 30.05.2016
"კონცერტის განმავლობაში არ ყოფილა არცერთი ჩავარდნა, მუდმივად იგრძნობოდა აუდიტორიის ენერგეტიკა," - ასე შეაფასა ბრიტანელმა მუსიკოსმა რობი უილიამსმა "დინამო არენაზე" გამართული კონცერტი და საქართველოში კიდევ ერთხელ დაბრუნების იმედი გამოთქვა.
|
ლელა ოჩიაური 30.05.2016
გურამ დოჩანაშვილის რომანი "სამოსელი პირველი" პირველად გადადის სცენაზე და ისიც ოპერაში. მუსიკის ავტორი ზაზა მარჯანიშვილია. სინთეზურ სპექტაკლს, რომელიც აერთიანებს - მუსიკას, ვოკალს, ქორეოგრაფიას, პლასტიკას, აწყობილია ლიტერატურულ ტექსტსა და დრამატული თეატრის ხერხებზე, ოპერისა და ბალეტის და დრამატული თეატრის მსახიობების, ორკესტრისა და გუნდის მონაწილეობით, რეჟისორი ლაშა ონიანი დგამს.
|
ლიკა ამირაშვილი 25.05.2016
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში კულტურის მე-3 საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა, სადაც ამავე უნივერსიტეტის სხვადასხვა ეროვნების სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა.
|
სალომე სარიშვილი 23.05.2016
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე "მთელ კვირასთან" ინტერვიუში ყურადღებას იმ უმნიშვნელოვანეს ძეგლებზე ამახვილებს, რომელთა შესწავლა-რეაბილიტაციამაც შესაძლოა საზოგადოებას ახალი და ამასთან, მეტად საინტერესო სიახლეები ამცნოს. მისი თქმით, ამ რიცხვში შედის გასულ წელს აღმოჩენილი ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლი - გრაკლიანი გორა, რომელზეც დღემდე უცნობი, უძველესი დამწერლობის ნიმუში აღმოჩნდა.
|
სალომე სარიშვილი 11.05.2016
ნოქალაქევი, გეგუთი და უჯარმა - კულტურული მემკვიდრეობის ეს სამი ძეგლი წელს ტურისტებისა და დამთვალიერებლისთვის ყველაზე მიმზიდველ სანახაობად მიიჩნევა, თუმცა ვიზიტორთა სიუხვით, როგორც გასულ წლებში, ისე ახლაც, კვლავ ვარძია და უფლისციხე ლიდერობს.
|
|
|
|
მთავარი გვერდის პერსონალიზაცია
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორი:
ზვიად შვანგირაძე
მულტიმედია კონტენტის რედაქტორი:
ზვიად მახარაძე
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|