ნინო საბაშვილი
16.12.2013

სტუდენტური თვითშემოქმედების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება, მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა ფესტივალი "ნიღაბი 2013", თიბისი გალერეაში 5 დეკემბერს საზეიმო ცერემონიალით დასრულდა. ფესტივალის მთავარი ნომინაციის - "წლის აღმოჩენა" გამარჯვებული გახდა, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის დასის წარმომადგენელი მიხეილ კოხოძე.

სალომე სარიშვილი
05.12.2013

გიორგი მიქელაძის სახელობის თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრი კვლავ შენობის გარეშეა დარჩენილი. დავით აღმაშენებლის 103 ნომერში მდებარე შენობის გარემონტება აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციის დროს დაიწყო და დღემდე არ დასრულებულა. მსახიობებს რეპეტიციებისა და სპექტაკლების გამართვა ნაქირავებ ფართში უწევთ, რის ხარჯებსაც თეატრი თავად იხდის.

ნინო საბაშვილი
25.11.2013

თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა რიგით || საერთაშორისო ფესტივალი "ნიღაბი - 2013", 26 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე ჩატარდება. ფესტივალს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ||| კორპუსის თეატრალური დარბაზი უმასპინძლებს. დახურვისა და დაჯილდოების ცერემონიალი "თიბისი" გალერეაში გაიმართება. ფესტივალის გენერალური სპონსორია - ქალაქ თბილისის მერია, მხარდამჭერები - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, "თიბისი ბანკი", სასტუმრო ლოპოტა, ლაბელი და რადიო აფხაზეთის ხმა.

ლელა ოჩიაური
03.12.2011

ოთხი წლის წინ მხატვარმა მიხეილ იაშვილმა დიდი ხნის ჩანაფიქრი აასრულა და საქართველოს რეგიონებში გამოფენებით მოგზაურობა დაიწყო. მას შემდეგ სხვადასხვა ქალაქსა თუ დაბაში, სოფელსა თუ რაიონულ ცენტრში, გალერეებში, მუზეუმებსა თუ სკოლებში (სადაც რისი შესაძლებლობაცაა) გამოფენებს აწყობს, შემდეგ კი, ნამუშევრებს იქვე ტოვებს, რომლებიც მუდმივ ექსპოზიციებად იქცევა.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×