სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    28.10.2019

     ათონის ივერიის ღვთისმშობლის უძველსი ხატი "კარიბჭის ღვთისმშობლის ხატად" წოდებული, საბერძნეთში, ათონის მთაზე, ივერიის მონასტერში, 999 წლიდან არის დასვენებული. სასწაულმოქმედი ხატი დაწერილია წმინდა ლუკა მახარობლის მიერ.

    ისტორიული წყაროების მიხედვით, ქრისტეშობიდან მეცხრე საუკუნეში, ხატმებრძოლი იმპერატორის თეოფილეს მეფობის დროს, როცა ქრიტსიანებს აწამებდნენ და პატიოსანი ხატების სასტიკი დევნა მძვინვარებდა, ყველა ქალაქსა და სოფელში იმპერატორის მსტოვრები ფარულად შენახულ ხატებს ანადგურებდნენ. ამ დროს მცირე აზიის ქალაქ ნიკეასთან ცხოვრობდა ერთი მდიდარი ქვრივი ვაჟთან ერთად. მას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საკვირველმოქმედი ხატი ჰქონდა, რომელიც იქვე სახლთან მისი სახელზე აგებულ ეკლესიაში იყო დაბრძანებული. ქვრივის სახლში მისულმა მსტოვრებმა ხატს თვალი მოკრეს, ერთ-ერთმა განრისხებულმა მსტოვარმა ხატს მახვილი ჰკრა. წამსვე ქალწულის ლოყიდან "ვითარცა ცოცხალი სხეულიდან" სისხლი გადმოედინა და ჯალათს გულზე მიესხა. ქვრივმა მსტოვრებს სთხოვა, რომ ვიდრე ხატს გამოისყიდდა, დილამდე მასთან დაეტოვებინათ.

    ქვრივმა მალულად ხატი ზღვის სანაპიროზე წაიღო, მუხლმოდრეკილმა ღმერთს შეავედრა, რომ ხატი ზღვაში დათქმისგან ეხსნა. ხატს ემთხვია და ზღვაში შეაცურა. დიდად გაიხარა, როცა დაინახა, რომ ხატი ტალღებზე აღიმართა და დასავლეთისკენ გაცურა. ქვრივმა შვილიც განარიდა ქალაქს, რომელიც ათონის მთაზე გადასახლდა, სწორედ მისგან შეიტყვეს ათონელმა ბერებმა ხატის სასწაულებრივად გადარჩენის ამბავი.

    მე-11 საუკკნის დამდეგს, დიდ მარხვაში ივერთა მონასტრის ბერებმა იხილეს ზღვაზე აღმართული ნათლის სვეტი.ნათელი მოდიოდა ზღვის ტალღაზე მდგომი ღვთისმშობლის ხატიდან. იმხანად ივერიის სავანეში, მიუვალ მთაზე, განდეგილი, ტომით ქართველი გაბრიელი, თავის სენაკიდან ჭვრეტდა ზღვით მობრძანებულ პატიოსან ხატს. ღვითსმშობელი მას ძილში გამოეცხადა და უთხრა "აუწყე წინამძღვარს და ძმებს, რომ მნებავს, მივაწვდინო ჩემი ხელი შეწევნად და მფარველად. ნიშნად ამისა შემოდი ზღვაში, რწმენით გაიარა მისი ტალღაზე და მაშინ შეიტყობთ თქვენი სავანისადმი ჩემს სიყვარულს და წყალობას".

    მეორე დღეს ივერიის მონასტრის მამები, განთიადზე გალობით გავიდნენ სანაპიროზე. გაბრიელმა ილოცა ღვთისმშობლისადმი, მერე ფეხი შედგა ზღვის ტალღებზე, საკვირველად განვლო წყალი, ისე როგორ ხმელეთი და ხელში აიღო სასწაულმოქმედი ხატი. ბერებმა დიდი პატივით დაასვენეს ღვთისმშობლის ხატი მის სახელზე აგებულ სამლოცველოში. იმ ადგილას დღემდე ამოსჩქეფს წყარო, რომელიც ყოველა სნეულებათა მკურნალია. ეს ამბავი მოხდა ბრწყინვალე შვიდეულს, სამშაბათს. სამი დღის შემდეგ ხატი გადაასვენეს მთავარ ტაძარში.

    მეორე დღეს, ცისკრის ლოცვის წინ, კანდელების ასანთებად ეკლესიაში შესულ ბერს ხატი ადგილზე აღარ დახვდა. ბევრი ძებნის შემდეგ ბერებმა ხატი მონასტრის კარიბჭის კედელზე აღმოაჩინეს და კვლავ უწინდელ ადგილას დააბრუნეს. ეს სასაწაული რამდენჯერმე განმეორდა. ბოლოს ღვთისმშობელი ძილში ისევ გაბრიელ ბერს გამოეცხადა და უთხრა: "გამოუცხადე ძმებს, მეტად აღარ გამომცადონ, რადგან არ მნებავს თქვენი მფარველობა, მსურს ვიყო თქვენი მფარველი და მცველი".

    ამის შემდეგ, ხატი ღვთისმშობლის მიერ გამორჩეულ ადგილას დააბრძანეს, რის გამოც ეწოდა "პორტაიტისად"- "კარიბჭის მცველი". ღვთისმშობელმა რადგან ივერთა სავანე აირჩია თავის სამყოფელად, ხატს "ივერიის ღვთისმშობელი" ეწოდა. ხატი მოჭედილია ოქროცველი ვერცხლით და შემკულია სხვადასვა მეფეთა და დიდებულთა შეწირული ოქროს მონეტებით, ძვირფასი ქვებით და სამკაულებით; ხატს წინ ჰკიდია დიდი მოოქროვილი ვერცხლის 12 უქრობი კანდელი. ხატის მსახურება ევალება მღვდელ-მონაზონს, რომელსაც ირჩევს საძმო. ივერიის ღვთისმშობლის ხატი ქაიხოსრო ჯაყელის ფულით და სამცხის ეპისკოპოსის ამბროსის ღვაწლით ქართველ ოსტატს მოუჭედავს.

    ივერიის ღვთისმშობლის ხატის რამდენიმე ასლია ცნობილი. 1905 წელს ათონის მთაზე დაწერილი ღვთისმშობლის ხატის ასლი დაბრძანებლია ბოდბის დედათა მონასტერში. კომუნისტების დროს საავადმყოფოდ გადაკეთებულ მონასტერში ხატს რენტგენის კაბინეტში მაგიდად იყენებდნენ. ღვთისმშობელი ერთ-ერთ ექიმ ქალს გამოეცხადა და უთხრა, ხატი თავის ადგილზე გადაასვენეთო. დანარჩენი ორი ასლი ინახება თბილისში, სიონის ტაძარში და მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერში.

    ათონის მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული აღინიშნება ბრწყინვალე შვიდეულის სამთშაბათს. საკვირველმოქმედ ხატს მიასვენებენ ზღვის პირას, სადაც იგი პირველად გამოაბრძანა ღირსმა გაბრიელმა და იქვე მდგომ ღვისმშობლის ეკლესიაში აღასრულებენ საღმოთო ლიტურგიას.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×