ია აბულაშვილი 21.10.2020

„ეს ხალხი, ახლა ვინც აპიპინებს, თვითონ ამბობს, ჩვენ თავში გვიპიპინებსო. ბიძინას, ქვემეხი რომ ესროლო, იმის არ ეშინია, პიპინის შეეშინდება და გაიქცევა? აღარ დაიღალა ეს უსუსური ოპოზიცია ამდენი მასხარაობითა და ხალხის გაბრიყვებით?" - ასე ეხმაურება მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე „ევროპული საქართველოს" აქციას „დაუპიპინე ბიძინას".
|
ელზა პაპოშვილი 20.10.2020
საზარელი ფაქტი თბილისში - ახალგაზრდა ქალი 18 წლის მამაკაცმა საკუთარ სახლში ჩაკეტა და მასზე სექსუალურად ძალადობდა. როგორც „რეზონანსისთვის“ ხდება, ცნობილი მამაკაცი მას ასევე ფიზიკურადაც უსწორდებოდა. სავარაუდოდო, 25 წლის გოგონამ პოლიციაში დარეკვა მოახერხა და სამართალდამცველებმა მოძალადის დაკავება შეძლეს.
|
ელზა პაპოშვილი 19.10.2020

სამეგრელოში შეირაღებულმა თავდამსხმელებმა თხილით დატვირთული მიკროავტობუსი იმ დროს გაიტაცეს, როდესაც ის მეპატრონეს მძღოლთან ერთად ჩასაბარებლად გადაჰქონდა. შეიარაღებულმა ნიღბიანებმა იარაღის მუქარით მძღოლი და მგზავრი მანქანიდან ჩამოსვეს და თხილით დატვირთული ავტომობილით გაიქცნენ. როგორც დაზარელებულები ყვებიან, მათ თავადამსხმელებმა ასევე ტელეფონი წაართვეს და ადგილიდან მიიმალნენ. ამ დროისთვის ორივე მათგანი მძღოლიც და მგზავრიც პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან.
|
ქრისტინე კაპანაძე 19.10.2020
„ჩვენ გავაუბრალოვეთ სწავლა და ახლა აგდებულად ვუყურებთ ამ საკითხს" - სტუდენტების პროტესტსა და მოთხოვნაზე, რომ არსებული ეპიდვითარების გამო გაგრძელდეს სწავლა ონლაინ-რეჟიმში „რეზონანსთან" ექპერტ-ანალიტიკოსი და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ლექტორი არჩილ გამზარდია გამოეხმაურა. ის სწავლების დისტანციურად გაგრძელების წინააღმდეგია და ფიქრობს, რომ ვირუსის გავრცელების სხვა, უფრო საშიში კერები არსებობს.
|
ელზა პაპოშვილი 18.10.2020

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში სისხლიანი დაპირისპირება მოხდა. 18 წლის ბიჭი, რომელიც ქორწილში იმყოფებოდა, იქიდან გამოსვლისას 5-მდე პირმა სასტიკად სცემა. მას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი ქვებით თავი გაუტეხეს. წაქცეულს ფეხებზე ავტომობილი გადაატარეს. მომხდარ ფაქტს თვითმხილველებიც ჰყავს, თუმცა, მათი თქმით, გააფთრებულ ხუთ ადამიანს წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს. მათ დამნაშავეების ამოცნობა შეუძლიათ.
|
მარიკა ხორავა 17.10.2020
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოვედღიურად ათასამდე ადამიანით იზრდება. ეპიდვითარებიდან გამომდინარე ჯანდაცვის სისტემა ახალი პროტოკოლის შემუშავებას გეგმავს. ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანმა განაცხადა და ამბობს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა 80% კლინიკებში ვეღარ მოხვდება.
|
ელზა პაპოშვილი 16.10.2020

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულმა ვახტან ჩიქოვანმა და არასრუწლოვანმა ზ.ხ. სკანდალური ჩვენებები მისცა. არ არის გამორიცხული, რომ პროკურატურის ვერსია თავდაყირა დადგეს. ბრალდებულები გიორგი შქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ხელს მისავე ბავშვობის მეგობარს გური ამირხანაშვილს ადებენ. მათი თქმით, ავტომობილში ჩაჯდომის დროს ამირხანაშვილი პირჯვარს იწერდა, უცნაურად იქცეოდა და მეგობრის მოძებნაზე უარს ამბობდა.
|
მარიკა ხორავა 16.10.2020
რამდენიმე თვის განმავლობაში პანდემიის პირობებში აშშ-ს მთავრობა გაჭირვებულ ოჯახებს საკვები პროდუქტებით ეხმარება. ახლანდელ სასურსათო ყუთში პრეზიდენტ ტრამპის მიერ ხელმოწერილი წინასაარჩევნოდ წერილიც დევს. ზოგისთვის ეს მიუღებელია, რადგან არჩევნები ახლოვდება.
|
ელზა პაპოშვილი 15.10.2020

დავით გარეჯის საქმეზე დაპირისპირებამ საზოგადოებიდან და პოლიტიკური სპექტრიდან სასულიერო პირებში გადაინაცვლა. როგორც ჩანს, სინოდში არიან გარკვეული დაჯგუფებები, რომელთა პოლიტიკური სიმპათია-ანტიპატია მათსავე განცხადებებში ჩანს. უფრო მეტიც, სინოდის წევრების ნაწილმა ხელისუფლების პირდაპირ გადადგომა მოითხოვა და პოლიტიკურ დებატებში შევიდნენ.
| |
ელზა პაპოშვილი 14.10.2020

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ულაშლოს სკოლის დირექტორს 11 წლის მოსწავლის ცემაში ადანაშაულებენ. დაზარალებულის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ბავშვს თანატოლებთან ფიზიკური დაპირისპირება მოუვიდა, რის შემდეგაც სკამი გატყდა, გაბრაზებულმა დირექტორმა კი ბავშვს თავი ჯერ მერხზე, შემდეგ კი კედელზე მიარტყმევინა. შედეგად მოზარდმა რამდენიმე წუთით გონება დაკარგა. ამ ყველაფერს კი სხვა არასრუწლოვნები უყურებდნენ.
|
ქრისტინე კაპანაძე 14.10.2020
ამ მომენტისთვის არც სკოლებში და არც სხვა სასწავლებლებში სწავლის გადადების საკითხი არ განიხილება, თუმცა, რა თქმა უნდა, ყოველდღიურად ხდება ვითარების შეფასება, - ამის შესახებ „რეზონანსთან" საუბარში პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა თბილისში ახალი შეზღუდვების შესაძლო შემოღების კომენტირებისას.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|