მაია აბაიაძე 01.08.2013
უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ რეკრეაციული ზონა საფრთხეშია. მისი თქმით, დედაქალაქში გამწვანების ზოლი იჩეხება და ხელისუფლება ამ მხრივ არანაირ რეაგირებას არ ახდენს.
|
მარიამ აფციაური 31.07.2013
საქართველოში "ფეისბუკის" მომხარებელთა რაოდენობა საგრძნობლად იზრდება. ოფიციალური მონაცემებით, 2012 წელს დარეგისტრირებულთა რიცხვი 900 ათასს შეადგენდა, 2013 წელს კი 1 მილიონამდეა გაზრდილი. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანები ცხოვრებისთვის განკუთვნილ დროის საკმაო ნაწილს სოციალურ ქსელს უთმობენ. ზოგი გადაჭარბებულადაც კი აკეთებს ამას, რადგან "ფეისბუკზე" თავს მეტად კომფორტულად გრძნობენ და აქტიურობენ. არიან ისეთებიც, ვინც საკუთარ ენერგიას თანაბრად ანაწილებს.
|
მაკა ხარაზიშვილი 30.07.2013
გაპარტახებულ აბასთუმანში ისევ ტურისტების სიმრავლეა. უნიკალურ ქართულ კურორტს, ქართველების გარდა, აზერბაიჯანელი და სომეხი დამსვენებლებიც სტუმრობენ. უფრო მეტიც, წელს აბასთუმანში ფრანგი და იტალიელი ტურისტებიც კი გამოჩნდნენ. კურორტი დამსვენებლებს არა მარტო განსაკუთრებული ჰაერის გამო იზიდავს, აქ არის გოგირდის აბანოები, რომელიც ცნობილი, ჯერ კიდევ, ალექსანდრე მაკედონელის ეპოქიდან გახდა.
|
ქეთი თოდუა 27.07.2013
მიუხედავად იმისა, რომ სკოლებიდან და ბაღებიდან ბავშვები, თითქმის, ერთი თვეა დაითხოვეს, ბევრი მათგანი ჯერ ისევ თბილისშია და მშობლებსა თუ ნათესავებს დასასვენებლად არ წაუყვანიათ. ეზოები, სკვერები, დასასვენებელი ადგილები სავსეა ბავშვებით.
|
თამარ ურუშაძე 27.07.2013
ქართველი სპეციალისტების განცხადებით, პირველ რიგში აუცილებელია სწორად შევარჩიოთ დრო, თუ დღის რომელ მონაკვეთში არ იქნება საზიანო ჩვენი ჯანრმთელობისთვის ზღვის სანაპიროზე ყოფნა. მზის აბაზანების მიღება დღის სხვადასხვა მონაკვეთში სხვადასხვაგვარად აისახება ადამიანზე. სპეციალისტთა თქმით, შუადღეს, როცა მზე განსაკუთრებით მწველია, ზღვის სანაპიროზე ყოფნა და ნამზეურის მიღება განსაკუთრებით სახიფათოა, რადგან ამან შეიძლება დიდი პრობლემის წინაშე დაგვაყენოს, მაგალითად, მივიღოთ სხეულის ძლიერი დამწვრობა.
|
ანი ფაცია 26.07.2013
გაუნათებელი, უსუფთაო და მოუწესრიგებელი მიწისქვეშა გადასასვლელები კვლავ დედაქალაქის პრობლემად რჩება. "ანტისანიტარიაა, მეშინია რამე ინფექცია არ იყოს და ამიტომ ყოველთვის თავს ვარიდებ და ვცდილობ, რომ არ ვისარგებლო მიწისქვეშა გადასასვლელებით," - ამბობს "რეზონანსთან" საუბარში მოქალაქე ლიკა საბაშვილი. თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ინფორმაციით კი, ისინი მუდამ ზრუნავენ მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგებაზე.
|
მარიამ აფციაური 26.07.2013
მარიხუანას ლეგალიზაციისა და დეკრიმინალიზაციის საკითხს არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ნაწილი ამ ინიციატივას ემხრობა, ზოგიერთი მათგანი კი მხოლოდ დასჯის ფაქტს აპროტესტებს. უმეტესობა ორივე მოსაზრებას უარყოფითად აფასებს და იმ გამომწვევ შედეგებზე საუბრობს, რაც შეიძლება ამ ცვლილებას მოჰყვეს. საკითხს არასამთავრობო ორგანიზაციებიც ეხმაურებიან, მათი ნაწილი ლეგალიზაციის შემდეგ მარიხუანას მომხარებელთა რიცხვის ზრდაზე საუბრობს.
|
ნატა გიორგაძე 25.07.2013
აბორტის თემა ძალიან სენსიტიურია ნებისმიერ საზოგადოებაში, გამონაკლისი არც საქართველოა. ორივე მხარეს, როგორც აბორტის მომხრეებს, ასევე მათ მოწინააღმდეგეებს აქვთ საკუთარი არგუმენტები. აბორტის აკრძალვის მომხრეები ამბობენ, რომ ამით, პირველ რიგში, გენოფონდის გაზრდა მოხდება და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ქალის ჯანმრთელობა რისკის ქვეშ არ დადგება. აბორტის მომხრეები კი თვლიან, რომ თუ მისი აკრძალვა მოხდა, კრიმინალური აბორტების რიცხვი მოიმატებს და საქმიანობა იატაქვეშეთში გადაინაცვლებს.
|
მარიამ აფციაური 24.07.2013
კომპიუტერთან ხშირი კონტაქტი მოზარდის ფსიქიკაზე, ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას ახდენს. ექიმების შეფასებით, იგი იწვევს ნერვულ აღზნებადობას, მხედველობის დაქვეითებას, თვალის და შემდეგ უკვე ტვინის გაღიზიანებას. როგორც აღმოჩნდა, მშობლები ამ საკითხს პრობლემატურად აღიქვამენ და ცდილობენ ბავშვებს შეზღუდვა დაუწესონ, რაც ხშირად უთანხმოების მიზეზი ხდება.
|
იაგო ნაცვლიშვილი 23.07.2013
სპეციალურად "რეზონანსისთვის" ბათუმიდან
უკვე 71 დღეა წალკელ ე.წ. ეკომიგრანტებს ბათუმის ცენტრში, აჭარის მთავრობის სახლთან კარვები აქვთ გაშლილი. მათი თქმით, წასასვლელი არსად აქვთ და კარვებში უწევთ ცხოვრება.ეკომიგრანტების უმრავლესობა ბათუმში ერთ-ერთ შენობაში, ყოფილ ბავშვთა სახლში შეიჭრნენ, თუმცა მათ პოლიცია შენობაში არ უშვებს და შესასვლელში ცხოვრობენ. როგორც ამბობენ, ადგილი არ ჰყოფნით, ამიტომ ღამის გათენება მანქანაში უწევთ.
|
მარი ჩიტაია 23.07.2013
სავაჭრო ობიექტების მიერ მოტყუებული მომხმარებლების რიცხვი დღითიდღე იზრდება. ტექნიკისა და პარფიუმერიის მაღაზიების უმეტეს ნაწილში მომხმარებლებს ატყუებენ ხარისხის, გამოშვებული ტექნიკის ვადის, ვარგისიანობის და ნივთის ზუსტი შემადგენლობის შესახებ. ხშირია ისეთი ფაქტიც, როდესაც ტექნიკაზე დართული ინსტრუქცია ამომწურავად არ იძლევა ინფორმაციას ნივთის დეტალური შემადგენლობისა და გამოშვების ვადაზე. ხოლო სერვის-ცენტრებში პრეტენზიებით მისულ დაზარალებულებს საკუთარი უფლებების დაცვა უჭირთ.
|
ქეთი თოდუა 20.07.2013
ზაფხულის მოსვლა ზოგიერთ ადამიანს დასვენების გამო უხარია. ბევრი დასაქმებული, სწორედ ამ სეზონზე იღებს შვებულებას და მიდის დასასვენებლად. დასასვენებელი ადგილი ბევრია - საზღვრებს გარეთ, საზღვრებს შიგნით, კურორტებსა თუ უბრალოდ, სოფლებში.
|
|
|
|
მთავარი გვერდის პერსონალიზაცია
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორი:
ზვიად შვანგირაძე
მულტიმედია კონტენტის რედაქტორი:
ზვიად მახარაძე
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|