ია აბულაშვილი
15.07.2017

 უცხოეთში გადახვეწილი ქართველი მოღვაწეების კვალის ძიების საქმეში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის რეზო თაბუკაშვილს, რომელმაც ამ თემას დოკუმენტური ფილმების მთელი ციკლი მიუძღვნა. მისი დამსახურებაა, რომ საქართველოს დაუბრუნდა სხვადასხვა წიგნთასაცავსა და არქივში გაბნეული ხელნაწერები და ფოტომასალა, მათ შორის თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ძეგლების გერონტი ქიქოძის მიერ გადაღებული ფოტოები; ერეკლე მეფის წერილები ვენეციის გამგებლისადმი; სულხან-საბა ორბელიანის სამაჯური, რომელიც რომის პაპმა აჩუქა და უცხოეთში წლების განმავლობაში გაბნეული საქართველოს ბევრი უნიკალური ნივთი.

ნათია ლომიძე
14.07.2017

 მოსახლეობისთვის სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული მიწის უფასო რეგისტრაცია ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს. მიმდინარე წლის ივნისის მონაცემების მიხედვით, მიწა მხოლოდ 144 517-მა მოქალაქემ დაიკანონა, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. პროექტის დასრულებამდე რამდენიმე თვეა დარჩენილი და ნაკლებად სავარაუდოა, ამ პერიოდში მოსახლეობა გააქტიურდეს.

გვანცა ღვედაშვილი
14.07.2017

 მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა შემოდგომის ნაცვლად პირველი იანვრიდან დაწესდება. ამის შესახებ "რეზონანსთან" საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი აცხადებს და მიზეზად ორ ძირითად არგუმენტს ასახელებს. პირველი, რომ შეუძლებელია, ქალაქში საჭესთან დასვა ადამიანი, რომელზეც წარმოდგენა არ გაქვს, ფლობს თუ არა საჭეს და მეორე - ქალაქებში, სადაც უნდა ჩატარებულიყო პრაქტიკული გამოცდა, ვერ მოიძებნა ქუჩა, რომელზეც გამართული იქნებოდა ინფრასტრუქტურა, საგზაო ნიშნები და მონიშვნები ისე იქნებოდა მოწყობილი, რომ საგამოცდოდ გამოდგებოდა.

თეო გუდავაძე
14.07.2017

 ხმაურის აღმკვეთი კანონი ძალაში 15 აგვისტოდან შევა. უკვე განისაზღვრა დეციბალები - დღის საათებში (დილის 07:00 საათიდან 23:00 საათამდე) დასაშვები იქნება 40 დეციბალამდე ხმაური, ხოლო ღამის საათებში (23:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე) - 30 დეციბალი. ახალი კანონის დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია ფულადი ჯარიმები. საზოგადოება ახალ კანონს საკმაოდ დადებითად შეხვდა და ხმაურის აკრძალვა ყველასთვის სასიამოვნო სიახლე აღმოჩნდა.

სოფო ჩხიკვაძე
13.07.2017

 საზაფხულო შვებულებების პერიოდი გააქტიურდა. ხალხი მძიმე და გადაღლილი პერიოდის შემდეგ დასვენებას გეგმავს, მაგრამ, როგორც ყოველთვის, ფინანსური პრობლემების წინაშეა. ბოლო პერიოდში ადგილობრივი დამსვენებლების დიდი ნაწილი მთას ირჩევს. ამბობენ, რომ ზღვაზე დასვენება უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე მთის კურორტებზე.

ია აბულაშვილი
13.07.2017

 საქართველოს ისტორიას უამრავი გმირობისა და თავგანწირვის მაგალითები ახსოვს და დღევანელ სტატიაში მათი გახსენებით მკითხველს თავს არ შევაწყენთ, მხოლოდ რამლენიმე საინტერესო ამბავი გვინდა გავიხსენოთ მე-18 საუკუნის სამი გმირი ქალისა: თინა წავკისელის, თამარ ვაშლოვანელისა და მაია წყნეთელის თავდადებაზე.

ია აბულაშვილი
12.07.2017

 მეორე მსოფლიო ომი, რომელიც ყველაზე სისხლისმღვრელი ომი იყო კაცობრიობის ისტორიაში, საქართველოსთვის ყველაზე ტრაგიკული აღმოჩნდა. ამ პატარა ქვეყნიდან 800 ათასი მეომარი გაიწვიეს ომის წლებში, აქედან 300 ათასზე მეტი ბრძოლის ველზე დაეცა, ბევრი უგზოუკვლოდ დაიკარგა.

მარი ჩიტაია
11.07.2017

 ჰაერის დაბინძურების მხრივ თბილისი ევროპის ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება კატასტროფულად მაღალია, რაც უმეტესწილად ავტომობილების გამონაბოლქვით არის გამოწვეული. განსაკუთრებით მეტია საფრთხე იმ უბნებში, რომლებიც ტრანსპორტის ნაკადით არის გადატვირთული. თბილისის შემდეგ ჰაერის მდგომარეობა ყველაზე მეტად საშიშია ზესტაფონში, ჭიათურაში, რუსთავში, ტყიბულსა და კასპში. 6 ყველაზე მეტად დაბინძურებული ქალაქებიდან 3 აღმოსავლეთ საქართველოშია და 3 კი - დასავლეთში.

ნათია ლომიძე
11.07.2017

 თბილისის მიკროავტობუსების მძღოლებსა და კომპანიას შორის დაპირისპირების ახალი ფაზა დაიწყო. რასაკვირველია, ზაფხულის პერიოდში ამის მიზეზი კონდიციონერია, რომლის ჩართვასაც მგზავრები დაჟინებით ითხოვენ. მძღოლების თქმით, გაუმართავი მანქანები მალე ზიანდება და კონდიციონერის ჩართვა სხვა უფრო მაღალფასიანი ნაწილის დაზიანებას იწვევს, რის ხარჯებსაც კომპანია არ ანაზღაურებს. გარდა ამისა, აპარატურის შესაკეთებლად რიგში უწევთ დგომა.

გვანცა ღვედაშვილი
11.07.2017

 ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრმა ქართული ენისა და ლიტერატურის ნაშრომების გასწორება დაიწყო, აბიტურიენტები კი გამოცდების ჩაბარებას აგრძელებენ. როგორც ეროვნული გამოცდების ცენტრში აცხადებენ, თითოეულ საგანზე აპლიკანტების დაახლოებით 3-4% არ ცხადდება.

მამუკა ნაცვალაძე
10.07.2017

 მსოფლიოში თითქმის ყველა პოლიტიკური კონფლიქტის მთავარი მიზანი ტერიტორიების გადანაწილებაა. ეს პროცესი უძველესი პერიოდიდან იწყება.

მარიამ ელიაშვილი
10.07.2017

 თუ ვარსკვლავთა წარმოქმნის ახალ მოდელს გავითვალისწინებთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ვარსკვლავთა უმეტესი ნაწილი მინიმუმ ერთ ტყუპისცალთან ერთად იბადება.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )