თამარ შუკვანი
09.04.2020

ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე, არა მხოლოდ ოჯახების დაყოფის საშიშროების წინაშე დგას მსოფლიო, არამედ სოციალური კატასტროფისაც. ამის შესახებ „რეზონანსთან" ასტროლოგი დავით ბუტიკაშვილი საუბრობს. ამასთან, კრიზისის ახალი ეტაპი კოვიდ-19-ის პანდემიის შემდეგ დაიწყება, რაც სწორედ წარმართული პროცესის შედეგია, რადგან „ დღეს მსოფლიო ისტერიკაშია."

მოსალოდნელ კატასტროფაზე მიანიშნებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადება, რომლის მიხედვითაც „არა რეკომენდაცია, არამედ დირექტივაა, - იმ ეტაპიდან, როდესაც ადამიანები ქუჩიდან სახლში უნდა გადაგვეყვანა, ჩვენ მრავალ ქვეყანაში შემდეგ ეტაპზე უნდა განვახორციელოთ ძალოვანი სტრუქტურების გამოყენებით დაავადებულად ჩათვლილი ადამიანების გამოყვანა ოჯახებიდან და მათი იზოლაცია."

ბუტიკაშვილის თქმით, ყველაზე ავტორიტეტულად მიჩნეულმა ორგანიზაციამ დიდი კრიტიკა დაიმსახურა ამ განცხადების გამო, რადგან პროცესი უკვე იმ ფაზაში შედის, სადაც საზოგადოება მარაზმშია გადასული. მისივე განცხადებით, ეპიდემია გადაივლის 20 აპრილის შემდეგ, თუმცა, მსოფლიოს დღის წესრიგი კიდევ ერთხელ შეიცვლება.

„მეტ მარაზმში და ამ ისტერიკის ფონზე, უფრო მეტ არააადამიანობაში შედის საზოგადოება. ევროპის ქვეყნებში იყო ფაქტები, ვისი მკურნალობის იმედი არ ჰქონდათ, იმათ აღარ მკურნალობდნენ. როდესაც ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად უნდა იბრძოლონ ბოლომდე. ახლა იქამდე მივლენ, რომ ძალისმიერი მეთოდით შევლენ სახლში და ოჯახის წევრებს მოწყვეტენ კორონავირუსით დაავადებულ ადამიანებს - ეს არის ისტერიკა.

„აპრილის თვეში კორონავირუსის გავრცელების პიკი დაიწყებს კლებას. 20 აპრილის შემდეგ კი - იტალიასა და ესპანეთში. ამერიკაში პრობლემა გაგრძელებდება 20 მაისამდე და შემდეგ დაიწყებს კლებას. საქართველოში, ის პერიოდი, როდესაც მოსალოდნელი იყო ვირუსის ისე გავრცელება, როგორც იტალიასა და საფრანგეთში, ამ პერიოდმა ჩაიარა. ახლა ხდება იმ ადამიანების გამოვლენა, ვინც კარანტინში იყვნენ. ვირუსის გავრცელება შიგნით არც ისე მაღალია, სხვა ქვეყნებთან შედარებით.

„კარგია, რომ მოსახლეობას იმაზე მეტად აშინებენ, ვიდრე რეალობა არის, რადგან შეშინებული, უფრო ფრთხილად იქნება. თუმცა, ახლა ის ფაქტი, რომ ძალისმიერი მეთოდებით დაიწყონ კორონავირუსით დაავადებული ადამიანები რეზერვაციებში შერეკვა, უარეს შემთხვევაში კონცენტრაციული ბანაკი შეიძლება დავარქვათ, თუ ექიმების რაოდენობა არ არის საკმარისი, რომ ამ ადამიანებს უმკურნალონ, სად მიჰყავთ ეს ადამიანები?

„კრიზისი გამოიწვია სწორედ პანიკამ, გატენეს კლინიკები ისეთი ადამიანებით, რომლებსაც შეეძლოთ სახლშიც ემკურნალათ და ადვილად გადაეტანათ კორონავირუსი.

"უბრალოდ ექიმების რაოდენობა არ არის საკმარისი, რომ ადეკვატურად უმკურნალონ. ბევრი ადამიანი იხოცება ექიმების უყურადღებობის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ექიმები შეიძლება ბევრს ცდილობენ. მათი რაოდენობა შეზღუდულია და სწორედ ეს არის სიკვდილიანობის მთავარი მიზეზი.

„ასეთი აბსურდული განცხადებებით უნდათ, რომ ხალხი ზედმეტად შეაშინონ. ევროპაში აქამდე თუ მივიდა სიტუაცია, ეს იქნება სოციალური კატასტროფა. კორონავირუსის ძირითადი ამოცანაა გამოიწვიოს მსოფლიო კრიზისი, რის შემდეგაც მსოფლიო ნგრევას დაიწყებს უკვე. ეს პერიოდი წელსვე დაიწყება, როგორც კი კორონავირუსის პანიკა ჩაცხრება, დაიწყება სოციალური მღელვარება ევროპაში, ყველაზე განვითარებულ ქვეყნებშიც კი.

„ჩვენთან, იმედი მაქვს, რომ კრიზისიდან გამოსვლის რეალური გეგმა აქვთ. თუ ასე არ იქნება, ეს უმუშევარი ხალხი, რომელიც საქართველოში ძალიან ბევრია, უკვე შედის შიმშილის ზონაში. ამათ შემდეგ არც კორონავირუსი გააჩერებს და არც ატომური ბომბი. ეს სერიოზულ ფაზაში შევა შემოდგომაზე, თუმცა, ახლა დაიწყება," - აღნიშნა ბუტიკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×