სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამთა ჩაჩანიძე
    24.08.2019

     თბილისში, ლიეტუვის საელჩოს ეზოში შეკრებილი საზოგადოება ბოლო თვეების გმირს ნიკო ამირგულაშვილს შეხვდა, რომელმაც ვილიუსიდან თბილისამდე 2100 კმ-მდე მანძილი ფეხით გაიარა.

    ეს მოგზაურობა ლიეტუვასა და საქართველოს შორის სიმბოლურად ხიდების მშენებლობასა და ამ ქვეყების მეგობრობას მიეძღვნა.

    ნიკო ამირგულაშვილი: მე ვარ ნიკო ამირგულაშვილი 23 წლის, დავიბადე და გავიზარდე ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ქართულ ოჯახში, დედაჩემი და მამაჩემი კახეთიდან არიან, კერძოდ ახმეტის რაიონიდან, ეს მოგზაურობაც მათი დამსახურებაა.

    „რეზონანსი":თქვენი მოგზაურობის იდეა რა არის?

    ნ.ა.: მოგზაურობის იდეა სიმბოლური ხიდის აშენებაა ლიეტუვასა და საქართველოს შორის, უფრო კონკრეტული კი ორი მიზანი იყო, პირველი მიზანი იყო დიალოგი და დისკუსია მეგობრობაზე თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ ეს ორი ქვეყანა (ლიეტუვა/საქართველო) უფრო დამეგობრდეს, მეორე კი სხვა ხალხის შთაგონება იყო არა სიტყვებით, არამდ მინდოდა ჩემი საქციელით ყველასთვის მეჩვენებინა, რომ ლაპარაკი ერთია, მაგრამ შენ თუ ბევრს იმუშავებ, ყველაფერი შესაძლებელია.

    "რ": საიდა დაიწყეთ ეს მოგზაურობა?

    ნ.ა.: ეს იყო ასევე სიმბოლურად, საქართველოს საელჩო ვილნიუსში და დავამთავრე თბილისში ლიეტუვის საელჩოს ეზოში.

    "რ": რამდენ დღეში დაფარეთ ეს მანძილი?

    ნ.ა.: ამ მოგზაურობის განმავლობაში სულ გავიარე 2076 კმ, რომელსაც 69 დღე მოვუნდი, ამ 69 დღიდან 57 დღე სუფთა სიარული იყო, ხოლო 12 დღე დასვენება იმიტომ, რომ ორგანიზმს სჭირდებოდა ძალების აღდგენა.

    საქართველოში როდესაც ჩამოვედი,ბათუმიდან თბილისამდე საშუალოდ ჩემი კილომეტრაჟი დღეში 30 დან 35 კმ-მდე იყო. როდესაც უკრაინაში ვიყავი, ქალაქ ვინიცადან ოდესამდე 400 კმ. ცხრა დღეში გავიარე, ანუ დღეში დაახლოებით 45-46 კმ-მდე, ეს ძალიან დიდი დატვირთვაა ადამიანისთვის.

    უკრაინაში როდესაც ვიყავი, ერთ-ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა ინტერვიუ მთხოვა, საღამო იყო, დაახლოებით 20 წუთი მოვუნდით ინტერვიუს და აღმოჩნდა, რომ ჩამწერმა ხმა ვერ ჩაიწერა და ეს ყველაფერი უნდა გაგვემეორებინა და კიდევ დამატებითი ოცი წუთი - ეს კი ჩემი გაციების მიზეზი გახდა და ამის მერე ერთი კვირა გაციებული ვიყავი, ამან არ დამაბრკოლა, მე ჩემი გრაფიკი შევინარჩუნე, მაგრამ ძალიან ძნელი იყო გაციების დროს ლაშქრობა.

    "რ": ამ მოგზაურობისას რამდენი ქვეყანა გაიარეთ?

    ნ.ა.: სულ ოთხ ქვეყანაში მომიწია გავლა - ლიეტუვა, პოლონეთი, უკრაინა საქართველო, რომლითაც სიმბოლური ხიდი გავავლე მეგობარ ქვეყნებში.

    "რ": რა იყო, რაც ლაშქრობიდან ყველაზე მეტად დაგამახსოვრდათ?

    ნ.ა: ძალიან ბევრი პატარ-პატარა მომენტი გადამხდა, რომელსაც ახლა ვერც გავიხსენებ, თუმცა ერთი რამ რაც ძალიან კარგი და სასიამოვნო იყო და რასაც არ ველოდი ეს იყო ხალხის სიკეთე, მოულოდნელი იყო ის, რომ ამდენი კეთილი ხალხი არსებობს, რომლებმაც როგორც კი გაიგეს ჩემს მოგზაურობასა და იდეის შესახებ, ან სავახშმოდ სახლში მიპატიჟებდნენ, ან სხვა რამეში მეხმარებოდნენ.

    მაგალითად, როდესაც უკრაინაში ცუდად გავხდი, ყურადღებას მაქცვდენ და მეუბნებოდნენ რომ ექიმი მჭირდებოდა, რომ ცხელი საჭმელი მჭირდებოდა და მათ ეს ყველაფერი გამიკეთეს.

    "რ": გზაში რაიმე შეფერხება ხომ არ გქონდათ?

    ნ.ა.: არ ვიცი დამიჯერებთ თუ არა, მაგრამ ბოლო მომენტამდე, სანამ აქამდე მოვიდოდი (ლიეტუვის საელჩო საქართველოში - თბილისი) და საელჩოში ლენტამდე მოვაღწევდი, მქონდა შეგრძნება იმისა, რომ რაღაცა ცუდი უნდა მომხდარიყო და თქვენ წარმოიდგინეთ, არაფერი ცუდი არ მომხდარა, ყველაფერი რაც მოხდა, იყო ჩემი კომფორტის ზონაში, ხოლო პატარა დეტალებისთვის მაგალითად ფიზიკურად შეუძლოდ გახდომა იყო, დაღლა, მარშრუტის შეცვლა, თუ მსგავსი რამ, ასეთი დეტალებისთვის მომზადებული ვიყავი.

    "რ": მოგზაურობის დაწყებამდე, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პროფილაქტიკა გაიარეთ?

    ნ.ა.: დიახ, ძალიან სერიოზულად შევხედე ამ ყველაფერს, პროფილაქტიკის მიზნით ვისთან აღარ ვიყავი, სანამ მოგზაურობას დავიწყებდი ბოლო ერთი თვე თითქმის ექიმებში ვცხოვრობდი. ასევე ვიყავი მასაჟისტ-თერაპევტებთან, რომლებმაც კუნთები მომიმზადეს შემდგომი დიდი დატვირთვისთვის.

    "რ": მომავალში ხომ არ აპირებთ ასეთივე პროექტის გაკეთებას?

    ნ.ა.: ლაშქრობას ჯერჯერობით არ ვაპირებ, ჯერ მინდა დავისვენო, მაგრამ ამ თემას როგორიცაა სიმბოლური ხიდების აშენება ლიეტუვასა და საქართველოს შორის, 99%-ით დარწმუნებული ვარ, რომ შევინარჩუნებ. ლაშქრობის დროს ძალიან ბევრი იდეა დამებადა იმისა, თუ მომავალში რა შეიძლება გავაკეთო, ძალიან დიდი გეგმები მაქვს, მაგრამ ჯერ მინდა ცოტა დავისვენო და ეს ყველაფერი გავაანალოზო.

    მოგზაურობიდან 4 წერილი მომაქვს, რომლებიც ახლა ზურგჩანთაში მაქვს, ორი წერილი თბილისის მერისთვისაა, ერთი ვილნიუსის მერისგან, მეორე კი ლვოვის მერისგან, ხოლო დანარჩენი ორი წერილი მცხეთის მერისთვისაა, რომლებიც ლიეტუვის ქალაქ ტრაკაიდან და უკრაინის ქალაქ ანანიევიდანაა. სულ ოთხი წერილია, რომლებსაც მერებს გადავცემ.

    "რ": ამ მოგზაურობამდე თუ გქოდათ მსგავსი ლაშქრობა?

    ნ.ა.: ნახევარი წლის წინ ვილაშქრე ესპანეთში, მოვილაშქრე ლეგენდარული პილიგრიმული გზა „ტომინო დე სანტიაგო", 800 კმ საფრანგეთის საზღვიდან ატლანტიის ოკეანამდე 800, ესპანეთის გზას როდესაც გავდიოდი, ჯერ არ ვიცოდი და ვერც ვიფიქრებდი ამ ბოლო მოგზაურობას.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×