სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    “უფრო კვალიფიციურს უშვებენ და აბსოლუტურად, არაკვალიფიციურები მოჰყავთ” - ექსპერტი
    თამარ შუკვანი
    22.08.2019

     „ამას ხომ იმ მიზნით აკეთებდნენ, რომ განათლების ხარისხი ამაღლდეს? ის მაძიებელი არის მაღალი კვალიფიკაციის, რომელსაც არც საგანი აქვს ჩაბარებული, არც გამოცდილება და სტაჟი აქვს? რომელს აქვს ხარისხი, - გამოცდილ, სტაჟიან მასწავლებელს, თუ მაძიებელს? ეს ყველაფერი არის ერთი დიდი ტყუილი, ქაოსი და მავნებლობა," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ექსპერტი განათლების საკითხებში მანანა ნიკალაიშვილი სკოლებში მიმდინარე რეფორმას.

    მანანა ნიკაილიშვილის განცხადებით, ფაქტობრივად, სკოლებიდან საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგთა გაყრა მოხდა. მისი თქმით, მხოლოდ 500 ვაკანტური ადგილია გამოცხადებული, დანარჩენი 6 ათასი მასწავლებლის ადგილი შიგნით სკოლაში სხვა პედაგოგთა ხარჯზე შეივსო, რაც არასწორია.

    „ხელისუფლებამ ეს არა თანხმობით, არამედ ზეწოლითა და შანტაჟით გააკეთა. არ შეიძლება საპენსიო ასაკის ადამიანი სამსახურიდან გაუშვა. ამიტომ ეს ხალხი პირადი განცხადების საფუძველზე გაუშვეს. ამათ ადგილზე მოდის ისევ არაკვალიფიციური ხალხი, რომელთაც არც გამოცდა აქვთ ჩაბარებული და მაძიებლობის პროგრამაში არიან ჩართული. 6000 მასწავლებელი გაუშვეს და 500 ვაკანსია გამოაცხადეს, დანარჩენი შიგნით გადანაწილდა.

    „ყველაზე მთავარი აქ ის არის, რომ ძალადობით, მუქარით, შანტაჟით, ზეწოლითა და კანონმდებლობის გვერდის ავლით გაუშვეს ეს მასწავლებლები. მეორე მთავარი საკითხი კი ის გახლავთ, რომ მოდის არაკვალიფიციური კადრები.

    "უფრო კვალიფიციურს უშვებენ და აბსოლუტურად, არაკვალიფიცურები მოჰყავთ, რადგან, დღევანდელი უმაღლესი სკოლა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, - ძალიან დაბალი დონის აბიტურიენტები შედიან უნივერსიტეტებში და სტუდენტებს ძალიან დაბალი ცოდნა აქვთ. მასწავლებლის მომზადების პროგრამაც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს," - განაცხადა მანანა ნიკოლაიშვილმა.

    შეგახსენებთ, რომ ფულად ჯილდოსთან დაკავშირებით საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლების რეგისტრაციის პირველი ეტაპი დასრულდა.

    დარეგისტრირებულია 6000-მდე პრაქტიკოსი პენსიონერი პედაგოგი, რომლებიც ფულად ჯილდოს მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისში მიიღებენ. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

    მისი თქმით, მასწავლებლები, რომლებმაც ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე პროფესიიდან გასვლა გადაწყვიტეს, ორი წლის ხელფასის ჯამურ ოდენობას მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისშივე მიიღებენ.

    ამასთან, მათ მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ პედაგოგის ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი - ამ მიმართულებით ხორციელდება ცვლილებები შესაბამის ნორმატიულ აქტებში. საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგებს ჯილდოს მისაღებად ნების გამოხატვა 2019 წლის ბოლომდე შეუძლიათ. შესაბამისად, ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი კი წლის ბოლოს განხორციელდება.

    მანანა ნიკოლაიშვილი აღნიშნავს, რომ დაპირება, რომელიც პედაგოგებისათვის ხელფასის მომატებას გულისხმობდა, რეალობას არ შეესაბამება; ხელფასის მომატება მხოლოდ მასწავლებელთათვის გაზრდილი საათების რაოდენობის საფუძველზე ხდება.

    „მთავარი ის არის, რომ მასწავლებლებს, რომელთაც ხელფასების მომატებას პირდებოდნენ, იმათ ხელფასები კი არ ემატებათ, არამედ საათები. 6 ათასმა კაცმა დატოვა სამსახური და 500 ვაკანსია გამოცხადდა. რამდენი საათია გადანაწილებული შიგნით? 25 საათამდე გაუზარდეს მასწავლებელს დატვირთვა და ის ხელფასი მოემატებათ საათების მომატების ხარჯზე.

    „ტოტალურად არღვევენ ადამიანის უფლებებს, როგორც გაყრილი პედაგოგების, ასევე, ვინც სკოლაში დარჩა, რომლებიც ასევე დაზარალებულები არიან. საერთოდ ჯამში, ყველა ოჯახი და სახელმწიფო ინტერესები დაზარალდება, რადგან ძალიან დაბალი კვალიფიკაციის ხალხი შემოდის," - განაცხადა მანანა ნიკაილშვილმა.

    ცნობისათვის, მინისტრის მოადგილემ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ამ რეფორმის უმთავრესი მიზანი ცოდნის, სწავლა-სწავლების დონის ამაღლება და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფაა. ამისთვის განათლების სისტემის ყველა საფეხურზე ფუნდამენტური ცვლილებები მიმდინარეობს.

    ირინა აბულაძემ ასევე განაცხადა, რომ აღნიშნულ პროცესში მოიაზრება სამწლიან პერსპექტივაში პედაგოგების სახელფასო ზრდა, ამისათვის მკაფიო და გამჭვირვალე სისტემის შექმნა, არსებულ მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული სქემის გამარტივება და საგაკვეთილო პროცესთან დაახლოვება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
    ჩაწერა სახელი
    ddd   (25.08.2019)
    Aba axalgazrdebi ro amtavreben pedagogiur institutebs odesme xom unda gaxdnen pedagogebi.

    სოფო   (24.08.2019)
    ქალბატონო მანანა ის არის კარგი რო მასწავლებელი კიბეზე ვერ ადის და დარაჯს რო აყავს 80 წლის უნდა იყოს აწი სახში და ახლა ახალგაზრდებს უნდა მისცემ საშუალება

    ria   (23.08.2019)
    Ki magram mixuilas da chachkins tavi rom mıwonda reporma chavataret skolabchio es aris tkven yleabo

    ria   (23.08.2019)
    Ki magram mixuilas da chachkins tavi rom mıwonda reporma chavataret skolabchio es aris tkven yleabo


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×