სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რა ხდება სინამდვილეში საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტის გარშემო
    ელზა პაპოშვილი
    11.06.2019

     თუ ჩვენ ძალიან მკაცრად დავდექით ანაკლიის მიმართ, ამავე დროს არ მივეცით ფოთის პორტს ნებართვა, შეიძლება ერთიც ჩაიშალოს და მეორეც - ამ ამ სკანდალურ განცხადებას, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი „პალიტრა ნიუსთან" აკეთებს. გიორგი ქობულია ხელისუფლებას სიფრთხილისკენ და ყველაზე ცუდის სცენარის თავიდან აცილებისკენ მოუწოდებს. ყოფილი მინისტრისთვის კითხვებს აჩენს ფოთის პორტის ხელშეკრულებაც. ქობულია კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას მივიდეს პარლამენტში და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხოს.

    „თუ ჩვენ ძალიან მკაცრად დავდექით ანაკლიის მიმართ, ამავე დროს არ მივეცით ფოთის პორტს ნებართვა, ბოლო ბოლო შეიძლება ერთიც ჩაიშალოს და მეორეც. მე მგონია, რომ ეს არის ყველაზე ცუდი სცენარი, მაგრამ მე განვაცხადე ამ სცენარზე იმიტომ, რომ უნდა ფრთხილად ვიყოთ. უნდა გავიაზროთ ის, რომ არ მოვხვდეთ იმ სიტუაციაში, სადაც ასეთ ნეგატიურ შედეგს მივიღებთ.

    "დღევანდელ დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებაში, ამ საკითხთან დაკავშირებით, ასეთი ბრძანების გაცემა ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან პოლიტიკურად სენსიტიური საკითხი იყო, მაგრამ, როგორ მოხდა ეს მე ამას ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ მე იქ არ ვიყავი. პოლიტიკურად ეს დამაზიანებელი იყო ეს გაუქმება მმართველი გუნდისთვის,"-აცხადებს ქობულია.

    მისივე თქმით, ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე ცალსახად უარის თქმა არ შეიძლება და ეს არ იქნება სამართლიანი. კითხვაზე, ანაკლიის პორტის მშენებლობის პარალელურად უნდა გაიცეს თუ არა ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის შენებლობის ნებართვა, ექს მინისტრი აცხადებს, რომ ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, თუმცა ფოთის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ცალსახა უარი არასამართლიანი იქნება.

    გიორგი ქობულიას თქმით, მინისტრობის დროს არაერთხელ ჰქონდა განცდა, რომ ქვეყანა ნაწილობრივ მიკერძოებული გარიგებების . მისი თქმით, მინისტრად ყოფნის პერიოდში, არაერთხელ ქონდა იმის განცდა, რომ ნაწილობრივ მსხვერპლი ვართ მიკერძოებული გარიგებების, რაც ხელს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის გაუმჯობესებაში გვიშლის. ყოფილი მინისტრი ამბობს, ამ ხედვის მიტანა მმართველი გუნდის ხელმძღვანელობასთან სცადა და ეს არ გამოუვიდა.

    „ჩვენ უნდა აღმოვფხვრათ მიკერძოებული გარემოებები, არაფორმალური გარიგებები, რომელიც ძალიან ხშირად ხდება.

    რა თქმა უნდა, ეს დაგვეხმარება იმაში, რომ მოვერიოთ ძალიან ფართოდ გავრცელებულ ნიჰილიზმს, როგორც მთავრობის სტრუქტურებში, აგრეთვე ხალხს შორისაც. იკითხეთ, რას ფიქრობს ხალხი ამასთან დაკავშირებით, რას ფიქრობს პოლიტიკოსებზე და რას ფიქრობს მთავრობაზეც, რომ ყველა კორუმპირებულია, ყველა მიკერძოებულია. ასეთია პოზიცია და ასეთია მოსახლეობაში აღქმა პოლიტიკოსების, მმართველი ძალის"-განაცხადა ყოფილმა მინისტრმა.

    მას ქართულად უჭირს გადმოცემა და რა იგულისხმა, ვერ გეტყვით - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ეკონომიკის ყოფილი მინისტრის განცხადებებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

    გიორგი ქობულიას განცხადებით, მინისტრობის პერიოდში ჰქონდა განცდა, რომ ქვეყანა მიკერძოებული გარიგებების მსხვერპლია.

    თბილისის მერმა კი ყოფილი თანაგუნდელის სკანდალური განცხადების საპასუხოდ თქვა, რომ გიორგი ქობულიას ქართულად აზრის გადმოცემა უჭირს.

    „არ ვიცი რას ნიშნავს ეს განცხადება, მას უნდა ჰკითხოთ. ქართულად უჭირს გადმოცემა და რა იგულისხმა ვერ გეტყვით",- აღნიშნა კალაძემ.

    შეგახსენებთ, ანაკლიის პორტისა და ფოთის პორტის კონკურენცია-დაპირისპირების საკითხი, ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ წამოიჭრა. მაშინ, როცა ხელისუფლებისგან ანაკლიის პორტის ინვესტორების მიმართ გარკვეული ვალდებულებების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით საჯაროდ გაჟღერდა პრეტენზიები. ამის პარალელურად კი მთავრობაში ფოთის პორტის გაღრმაწყლოვანების შესახებ ალაპარაკდნენ.

    ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა" განცხადება 29 მაისს გაავრცელა. თუმცა 30 მაისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის წინასწარი ნებართვის დოკუმენტი გააუქმა.

    მინისტრის თქმით, დოკუმენტი, რომელიც გაიცა, არ წარმოადგენს სამშენებლო ნებართვას და ეს არის ე.წ. მიწათსარგებლობის წინასწარი პირობების დოკუმენტი, რომელიც გაიცა ისე, რომ საკითხი არცერთ მოქმედ მთავრობის წევრთან არ ყოფილა შეთანხმებული. ამასთან, თურნავას ინფორმაციით, დოკუმენტის გაცემისას პროცედურული დარღვევებიც დაფიქსირდა. მეტიც, მინისტრმა თანამდებობიდან გადააყენა ასევე მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელმაც აღნიშნული ნებართვა გასცა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    მედეა   (12.06.2019)
    ქობულია რუსულ საქმეს ემსახურება. ანაკლიის პორტის დატვირთვა ეჭვის ქვეშ დააყენა. ტვირთები ერთხანს არა, მაგრამ დროთა განმავლობაში ურიცხვი გახდება და ფოთის, ბათუმის და ანაკლიის პორტებს ყელში ამოუვათ. რუსეთს ცოცხალი თავით არ უნდა აქ ღრმაწყლოვანი პორტი, კონკურენცია ვის მოსწონს. ხელისგულზე რატომ ატარებენ გიორგი ქობულიას ჟურნალისტები? ეს მიკვირს.

    სტატუს ქუო   (12.06.2019)
    ბიძო, საიდან მოიყვანე ესეთი ღლე, ვინც რეკომენდაცია მოგცათ, ის კაცია დასაჭერი. ასეთი იდიოტი არ შემხვედრია კაი ხანია.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved