სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამარ შუკვანი
    07.06.2019

         2 ივნისს თბილისში, ნიკო ნიკალიძის 7 ნომერში საბჭოთა ტერორის მსხვერპლის მიხეილ ლევანდოვსკის მემორიალური ნიშანი დამონტაჟდა, რომელიც მართალია რეპრესიებს შეეწირა, თუმცა მანამდე საქართველოს ოკუპაციაში მონაწილე რუსეთის მე-9 არმიის არმიის სარდალი იყო და საქართველოსა და აზერბაიჯანის ოკუპაციაში მონაწილეობდა.

    საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (SOVLAB) ახორციელებს კამპანიას „უკანასკნელი მისამართი", რომლის ფარგლებშიც სახლებზე იმ ადამიანების მემორიალური ნიშანი მაგრდება, რომელიც საბჭოთა ტერორს შეეწერა.

    მისი ერთ-ერთი დამაარსებელი ლაშა ბაქრაძე „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ამ მომირიალის ჩამოხსნა არ იგეგმება და მიიჩნევს, რომ ლევანდოვსკის მემორიალური დაფის დამონტაჟება დიდ დანაშაულს არ წარმოადგენს. მისი თქმით, აუცილებელია, საბჭოთა რეჟიმის მიერ რეპრესირებული ნებისმიერი ადამიანების შესახებ საზოგადოებამ იცოდეს.

    „პრინციპი არის, რომ ყველა, ვინც სხვადასხვა დროს ტერორიზირები იყო, მათი პატარა ნიშნები გაკეთდეს. ადამიანებმა უნდა იცოდნენ, ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ნამდვილად ტერორის მსხვერპლი გახდნენ. შესაძლებელია მანამდე ისინი ჯალათებიც იყვნენ. „სოვლაბის" გვერდზე ასევე შესაძლებელია მათი ბიოგრაფიების ნახვა.

    „1937 წელს ძალიან ბევრი, მათ შორის უაღრესად მძიმე დანაშაულის მქონე პარტიული, ადმინისტრაციული თუ ჩეკისტური გამოცდილების ადამიანები მოხვდენენ ამ ტერორის ქვეშ და ვფიქრობ, რომ ეს ადამიანებიც სადღაც უნდა იყვნენ მოხსენიებული. არ მიმაჩნია ასეთ დიდ დანაშაულად, რომ ეს ადამიანებიც ვახსენოთ, ოღონდ, რასაკვირველია, მათი ბიოგრაფიები უნდა ვიცოდეთ.

    „საბჭოთა ხელისუფლების მიერ 1937 წელს განსაკუთერებით უამრავი ასეთი „დამნაშავეები" განადგურდა, მაგრამ მათი გახსენება ვფიქრობ, რომ არ არის უმნიშვნელო," - ამბობს ბაქრაძე.

    კითხვაზე, ხომ არ იგეგმება ამ მემორიალური დაფის დემონტაჟი, მან აღნიშნა, რომ მსგავსი რამ არ მოხდება;

    „მიუხედავად იმისა, ცუდი იყო თუ კარგი, მგონია, რომ საერთოდ არავის გაქრობა არ უნდა მოხდეს. ეს საბჭოთა პერიოდია სწორედ, რომელიც აქრობდა," - განაცხადა ბაქრაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    tatoo   (08.06.2019)
    და რატომ უნდა იყოს მემორიალური ნიშანი. რა დამსახურებისათვის ? ვის მოუვიდა ეს თავში?


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved