სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა ღვედაშვილი
    25.12.2017

     "თბილისის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფისთვის ხარვეზების გამოსასწორებლად ათდღიანი ვადა საკმარისი არ არის", - აღნიშნული განცხადება "რეზონანსთან" არქიტექტორ-ურბანისტმა ლადო ვარდოსანიძემ გააკეთა.

    მისივე თქმით, აუცილებელია საზოგადოებას ჰქონდეს დეტალური ინფორმაცია იმ ხარვეზებთან დაკავშირებით, რის გამოც მერიამ „სითი ინსტიტუტი საქართველო" დააჯარიმა.

    "ეს ვადა აბსულუტურად არ არის საკმარისი. ეს ვადა დაახლოებით იმას ნიშნავს, რომ აღარ მივიღებთ ამ გენგეგმას. ათ დღეში ძალიან ძნელია, ასეთი რაღაცის გაკეთება. ამასთან, გასათვალისწინებელია ის, თუ რა შენიშვნები იყო.

    "მგონია, რომ სადაც ორი და სამი წელი ვითმენდით, ახლაც მივცეთ მინიმუმ ორთვიანი ვადა, ყველაფრის გასასწორებლად. საზოგადოებამ უნდა ვიცოდეთ, რა ხარვეზებია ისეთი, რომ მერიამ ასეთი მკაცრი განაჩენი გამოიტანა და 140 000 ლარით დააჯარიმა", - განაცხადა ლადო ვარდოსანიძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved