სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარიამ ელიაშვილი
    19.06.2017

     ტექნოლოგია, რომელსაც თხევად ბიოფსიასაც უწოდებენ, სისხლის სკანირებით სიმსივნური წარმონაქმნების-ბლასტომების გამოვლენას მანამ ახერხებს, ვიდრე დაზიანებული უჯრედები მთელ ორგანიზმს მოედებიან.

    იგი რამდენიმე წლით ადრე ახდენს დაზიანებული უჯრედების იდენტიფიცირებას, ვიდრე ბიოფსიითაა შესაძლებელი. მეთოდი, რომელიც ადრეულ ეტაპზე კიბოს დიაგნოსტიკას ეძღვნება, გრაილის მკვლევართა მიერაა შემუშავებული. საქველმოქმედო ფონდს ჯეფ ბეზოსი და ბილ გეიცი აფინანსებენ.

    ამჯერად კიბოს გამოვლენის საუკეთესო გზა ბიოფსიაა. ამ გზით სიმსივნური უჯრედების ამოჭრა და მათი შემდგომი ლაბორატორიული ანალიზი ტარდება.

    გარდა იმისა, რომ ბიოფსია მტკივნეული და ინვაზიურია, პროცესს მხოლოდ მაშინ ატარებენ, როცა უკვე არსებობს ავთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნები, ან არსებობს ალბათობა ასეთი უჯრედების არსებობისა.

    როცა სიმსივნური ქსოვილები არსებობს, ადამიანის მთლიანად განკურნების შანსი ძალიან დაბალია. ამიტომ მეცნიერებმა დაიწყეს ფიქრი, როგორ მოეხდინათ მათი იდენტიფიცირება და აღეკვეთათ ისინი სისხლში პირველადი გამოვლინების შემთხვევაში.

    მკვლევარები ამტკიცებენ, რომ კიბოს გამოვლინება სისხლში სრულებით შესაძლებელია. სისხლში ბლასტომების არსებობა, რომლებიც დნმ-ს ამსხვრევენ, ორგანიზმის სიმსივნისკენ მიდრეკილების ნიშანია.

    ასეთი დნმ მრბუნავი სიმსივნური დნმ-ის სახელითაა ცნობილი. წლების განმავლობაში სწორედ ასეთი დნმ-ის აღმოჩენა იყო მეცნიერთა კვლევის ობიექტი.

    ამის შესახებ უკანასკნელი კვლევა 2017 წელს ამერიკელ ონკოლოგთა შეხვედრაზე წარადგინეს. სლოუნ ჯეტერინჯის ცენტრის წამყვანი მკვლევარის - რაზავის განცხადებით, მათ მბრუნავი დნმ-ის იდენტიფიკაცია შეძლეს. მისივე შეფასებით, იგი განუზომელი ინფორმაციის მატარებელია:

    "კვლევამ აჩვენა, რომ მაღალი ინტენსივობის მბრუნავი დნმ-ის თანმიმდევრობის დადგენა შესაძლებელია და შეიძლება ამან ფასდაუდებელი ინფორმაცია მოგვცეს კლინიკური დასკვნისთვის", - აცხადებს რაზავი. გუნდმა საკვლევად ფილტვის, მკერდისა და პროსტატის 124 მეტასტაზური უჯრედი და სისხლის ნიმუში გამოიყენა.

    მათ 608 განსხვავებული გენური მუტაციის სკანირება მოახერხეს და აღნიშნავენ, რომ მიღებული ინფორმაცია 100-ჯერ აღემატება ჩვეული მეთოდებით მიღებულ შედეგებს.

    აღნიშნული მეთოდით სისხლში მცურავი, მბრუნავი ნებისმიერი ტიპის დნმ-ის "გამოჭერას" შეძლებენ და მიღებულ შედეგებს პაციენტის სისხლის თეთრ უჯრედებს შეადარებენ: "თავისუფალი დნმ-ისა და სისხლის თეთრი უჯრედების დნმ-ის კომბინაციური ანალიზი სიმსივნური დნმ-ის იდენტიფიკაციისთვის გაცილებით მაღალი მგრძნობელობით ხასიათდება", - აღნიშნავს რაზავი.

    სამი სახის კიბოს ნიმუშში მკვლევარებმა 864 გენური მუტაცია გამოავლინეს. მათგან 73 პროცენტი სისხლის ანალიზმა გამოააშკარავა. პაციენტთა 89%-ს სისხლსა და ქსოვილებში, მინიმუმ, 1 ტიპის მუტაცია აღმოაჩნდა. თხევადი ბიოფსია ყველაზე ეფექტური მკერდის კიბოს იდენტიფიკაციისთვის აღმოჩნდა.

    პროგნოზი პაციენტთა 97%-ზე გამართლდა. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელი შედეგები საკმაოდ ნორმალურია, იმისათვის, რომ ტექნოლოგია პრაქტიკაში დაინერგოს, მისი დეტალური შემოწმებაა საჭირო.

    კვლევის ერთ-ერთი თანაავტორის - გრაალეს მარკ ლის განცხადებით, უახლოეს მომავალში ფართომასშტაბიანი კვლევები იგეგმება. კომპანია ტესტის მეშვეობით 100 000 ადამიანის მონაცემების შეგროვებას აპირებს, რომელთა ნაწილი კიბოთი დაავადებული, ნაწილი კი ჯანმრთელი იქნება. მკვლევართა თქმით, ეს ჯერ მხოლოდ პირველი ეტაპია, შემდგომ კი მუშაობა უფრო ინტენსიურ ხასიათს მიიღებს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter