ელზა პაპოშვილი
22.02.2021

ყვარლის მუნიციპალიტეტის, სოფელ ახალსოფელში 20 წლამდე ახალგაზრდა ცივი იარაღით შეიარაღებული სასურსათო მაღაზიაში შეიჭრა და 73 წლის ქალს ფიზიკურად გაუსწორდა. დამყაჩაღებელმა მაღაზიიდან 1500 ლარი და ძვირფასეულობა წაიღო.  ასევე წაღებულიაა სიგარეტი და ქალის კუთვნილი მობილური ტელეფონი. 

დაშავებული ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მას სხეულზე და სახეზე სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნება. ადგილობრივები „რეზონანსთ“ ჰყვებიან, რომ შემთხვევა უკვე საღამოს საათებში მოხდა, როდესაც მაღაზიის მეპატრონე კომენდატის საათის გამო მის დაკეტვას აპირებდა. თავდამსხმელი სწორედ ამ დროს შევარდა მაღაზიაში და ქალს ფიზიკურად გაუსწორდა. 

„შემთხვევა საღამოს საათებში მოხდა. ეტყობა ელოდებოდა, რომ მაღაზიაში ნავაჭრი ყოფილიყო და ამის შემდეგ შევიდა. კარი შიგნიდან ჩაუკეტავს. ამ დროს მაღაზიაში მხოლოდ მისი  მეპატრონე იმყოფებოდა. 

“ქალისთვის დანის მუქარით ფული და ძვირფასეულობა წაურთმევია. მთელი ნავაჭრი რაც ჰქონდა, 1500 ლარამდე სულ წაუღია. ბეჭედი ჰკეთებია ოქროსი და ისიც წაართვა. მობილური და სიგარეტებიც წაიღო. დანით დამუქრებია თუ კი იყვირებდა და ვინმეს დასახმარებლად დაუძახებდა, მოკლავდა. ქალს წინააღმდეგობა მაინც გაუწევია და ამის გამო სცემა. დაზიანებები სახეზე, თავზე და სხეულის სხვა ადგილებში აქვს მიყენებული“, - უყვება ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსს“. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  ყვარელში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე 2001 წელს დაბადებული ა.ე. დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 20 თებერვალს, ყვარლის მუნიციპალიტეტში, მოქალაქის კუთვნილ სურსათის მაღაზიაში შეიჭრა, მაღაზიის მეპატრონეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ცივი იარაღით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და ყაჩაღურად გასტაცა 1500 ლარი, ოქროს ბეჭედი, მობილური ტელეფონი და სიგარეტები, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო ყაჩაღური გზით დაუფლებული თანხა და მობილური ტელეფონი. ერთ-ერთი ლომბარდიდან, ასევე, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ოქროს ბეჭედი. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს", - ნათქვამია განცხადებაში. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )