ქრისტინე კაპანაძე
31.10.2020

კორონავირუსი გართულებებით მიმდინარეობს როგორც ასაკოვან ადამიანებში, ასევე ახალგაზრდებშიც. ერთადერთი განსხვავება არის ის, რომ ასაკოვან ადამიანებში გართულების რისკები უფრო მაღალია, თუმცა, სამწუხაროდ, არსებობს ერთეული შემთხვევები, როდესაც ახალგაზრდა ასაკშიც ხდება გართულების გამოვლენა. - ასე აფასებს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „რეზონანსთან" საუბრისას შაბათს კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის მოზარდის გარდაცვალებას.

„ვირუსი გართულებებით მხოლოდ ასაკოვან ადამიანებში არ მიმდინარეობს. უფრო ხშირად კი მიმდინარეობს, მაგრამ არა ყოველთვის, რადგან ამ დროს რისკი მაღალია, თუმცა სამწუხაროდ ერთეული შემთხვევები ახალაგზრდა ასაკშიც ხდება. უბრალოდ ასაკოვნებში რისკები უფრო მაღალია,"- ამბობს გოგინავა „რეზონანსთან" საუბრისას.

„რეზონანსმა" დღეს თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაცვლილი 15 წლის მოზარდი გოგონას გარდაცვალების მიზეზების თაობაზე კერძოდ, აღენიშნებოდა თუ არა მოზარდს თანმდევი დაავადებები და რამ გამოიწვია მისი გარდაცვალება, საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორთან ლევან რატიანთან სცადა დაგაკვშირება, თუმცა მას ტელეფონი გათიშული აქვს.

თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით დაინფიცირებული 15 წლის გოგონა 2 კვირაზე მეტი მკურნალობდა. „ინტერპრესნიუსის" ცნობით მოზარდი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×