ელზა პაპოშვილი
30.10.2020

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში საზარელი მკვლელობა მოხდა- 55 წლამდე კაცმა  ცოლი და მეზობელი მოკლა, ძოლისძმა და კიდევ ერთი მეზობელი დაჭრა. მათი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ისინი გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალში“ გაიდაიყვანეს და სსაწრაფო ოპერაცია უტარდებათ.

როგორც ადგილობივები „რეზონანასთან“ ყვებიან, მამაკაცმა გასროლა სავარაუდოდ, სანადირო თოფიდან განახორციელა. უცნობია რეალურად რა მოხდა და კონფლიქტი რაზე დაიწყო. სავარაუდოდ, მეზობლები მისთვის იარაღის წართმევას ცდილობდნენ, რა დროსაც მათაც ესროლა. მამაკაცის ცოლი და მეზობელი ადგილზევე გარდაიცვალნენ. ორი მამაკაცი კი დაჭრილები მეზობლებმა ეზოში იპოვეს.

მამაკაცი ადგილიდან მიიმალა და მის დასაკავებლად სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. როგორც მეზობლები „რეზონანსთან“ ყვებიან, კაცს ერთ მეზობელთან პირადი კონფლიქტი ჰქონდა და სიტყვიერი შელაპარაკება ადრეც მოსვლია, თუმცა ცოლი რატომ მოკლა, მათთვის გაუგებარია. არ გამორიცხავენ, რომ ჩხუბის დროს ბრმა ტყვიამ  იმსხევრპლა.

„წარსულში ჰქონდათ რაღაც სიტყვიერი დაპირისპირება. არავინ არაფერი არ იცის. გავიგეთ რამდენიმე სროლის ხმა, შევცვივდით ეზოში. ცოლი და მეზობელი გარდაცვლილები იყვნენ, ცოლისძმა და მეორე მეზობელი დაჭრილები ვნახეთ. სანადირო თოფით დაუხოცია ეს უბედურები. წარმოდგენა არ გვაქვს, ასე რამ გაამწარა. სახლიდან  გაიქცა. ეტყობა თოფს ართმევდნენ, ერთს ჭრილობა მხარის  და სახის არეში აქვს მიყენებული. გურჯაანის საავადმყოფოში არიან  გადაყვანილები  და ამ წუთებში გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია უტარდებათ.

გარკვეული  ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და  ცოტა ნერვიული იყო, მაგრამ ასე როგორ გამოვიდა მდგომარეობიდან, ვერ გეტყვით. საკუთარი ავტომობილით  გაიქცა და პოლიცია გაეკიდა. ძალიან დიდი უბედურება მოხდა. იარაღით არის მე მგონი გაქცეული. ისევ შოკში ვართ,“ - ამბობს ადგილობრივი  გივი ხეჩოშვილი „რეზონანსთან“.

ადგილზე იმყოფებიან კახეთის სამხარეო პოლიციის წარმომადგენლები და ექსპერტ-კრიმინალისტები, მიმდინარეობს მამაკაცის დასაკავებლად  საგამოძიებო მოქმედებები.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
მედეა   (31.10.2020)
ის მეზობელი კაცია თუ ქალი? მეზობლის კაცმა უნდა იცოდეს თეზა: მეზობლის ცოლს ხელს ნუ ახლებ,ისიც შინაურიაო. აცხონოთ ღმერთმა! დაჭრილები კი აცოცხლოს და ჯანმრთელი დაუბრუნოს ოჯახებს.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×