თამთა ჩაჩანიძე
23.10.2020

დღეს აქტიური კოვიდპაციენტების დაახლოებით მეოთხედი ჰოსპიტლებში, ხოლო დანარჩენი, რომლებსაც ვირუსი მსუბუქ, ან უსიმპტომო ფორმებში აქვს, ბინაზე ან კოვიდსასტუმროებში გადიან მკურნალობას. რა უნდა გაითვალისწინოს იმ პაციენტმა, რომელიც მკურნალობას სპეციალურ სამედიცინო დაწესებულებაში არ გადის და რა შემთხვევაში უნდა იქნას გადაყვანილი ბინიდან სტაციონარში?

ამას ემატება ისიც, რომ ინფიცირებულთა მატებასთან ერთად, იზრდება დაინფიცირებული მედპერსონალთა რიცხვიც.

„ბოლო 24 საათში ინფიცირებული 1759 შემთხვევიდან 131 გვყავს სამედიცინო პერსონალი. ეს არ არის მხოლოდ პროფესიული საქმიანობის დროს ინფიცირება. ამ 131-დან ბევრზე ვირუსი ოჯახური კონტაქტებიდან გავრცელდა, იმიტომ, რომ ჩვენც, ექიმებს გვყავს ოჯახები და ვცხოვრობთ ამ ქვეყანაში. ეს პროფესიული დაინფიცირება არ არის მარტო.

„აქტიური პაციენტებიდან, დაახლოებით, 24% გუშინდელი მონაცემებით არის ჰოსპიტლებში, ხოლო დანარჩენები არიან მსუბუქი ან უსიმპტომო პაციენტები, რომლებიც ბინაზე ან კოვიდსასტუმროებში მკურნალობენ. კოვიდსასტუმროებში, სადღაც 1400-მდე პაციენტია, თუ არ ვცდები. გარდაცვლილი პაციენტები ძირითადად არიან 65 წელს ზემოთ," - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

როგორც ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, კორონავირუსით დაავადებულმა პაციენტმა რომელიც მკურნალობას ბინაზე გადის, პირველ რიგში უნდა მიიღოს ვიტამინით მდიდარი საკვები და ყურადრებით დააკვირდეს მდგომარეობის მიმდინარეობას, რათა გართულების შემთხვევაში სტაციონარში გადავიდეს.

„წარმოვიდგინოთ, რომ ესაა ჩვეულებრივი გრიპი, რაც გრიპის ვირუსით დაავადებულ ადამინს სჭირდება, კორონავირუსით ინფიცირებულმა ადამიანმა იგივე უნდა გააკეთოს, სითხეები და ვიტამინით მდიდარი საკვები მიიღოს და არა გამაღიზიანებელი შემწვარ-მოხრაკულები, სითხეებით დაიტვირთოს, სასურველია პოლივიტამინები და ცე-ვიტამნინები მიიღოს და ა.შ.

„მთავარია ის, რომ ასეთ პაციენტს პნევმონიის წარმოქმნა და გართულება არ გამორჩეს, თუ ტემპერატურა მაღალია, თუ ხველება იწყება და სუნთქვის გაძნელება მოხდა, მაშინვე ექიმს უნდა მიმართოს და აუცილებელია, რომ ასეთი პაციენტი სტაციონარში იქნას გადაყვანილი, რომ ხელოვნური სუნთქვის აპარატი თუ დასჭირდა ეს ყველაფერი ჰქონდეს.

„დანარჩენი კი დაინფიცირებული ოჯახში უნდა მოერიდოს სხვა წევრებს, ყველას არ აქვს საშუალება, რომ ცალკე ბინა ჰქონდეს და იქ გადავიდეს, ინფიცირებულის ოთახი მაქსიმალურად იზოლირებული უნდა იყოს და ყველა იმ ნივთის დამუშავება მოხდეს, რომელსაც პაციენტი ეხება, ახლა მოდაშია სახლშო ორი ტუალეტი, სასურველია, რომ ერთი მხოლოდ პაციენტმა იხმაროს და თუ ასეთი საშუალება არაა, ის ტუალეტი და აბაზანა ყოველი გამოყენების შემდეგ სადენზინფექციო ხსნარებით უნდა დამუშავდეს.

„აბაზანაში 38 გრადუს სიცხიანი ადამიანი არ უნდა შედიოდეს, მაგრამ როდესაც ეს სიმპტომები არაა და პაციენტი თავს ჯანმრთელად გრძნობს, ასეთი ადამიანების მიერ ნახმარ საგნებსაც მაქსიმალურად უნდა მოერიდონ და საგნები უნდა დამუშავდეს.

„წარმოვიდგიონოთ, რომ ესაა გრიპი, რომელიც ამერიკაში ყოველ წელს 600 ათას ადამიანს იმსხვერპლებს ხოლმე, ესეც მძიმე გრიპად ჩავთვალოთ, იმიტომ, რომ სანამ ვაქცინა არ იქნება, ჩვენ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ, კორონავირუსი უკვე გეომეტრიული პროგრესიით ვრცელდება, ვინც მოიხდის, მოიხდის და განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ ადამიანებს, ვისაც თანმხლები დაავადება აქვს, განსაკუთრებით სისხლის მიმოქცევის აპარატის მოშლის, დიაბეტის, ვენოზური სისტემის, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის, ფილტვებისა და ასთმის და სხვა მძიმე თანმხლები დაავადების მქონე პაციენტები, რომლების მდგომარეობასაც კორონავირუსი კიდევ უფრო დაამძიმებს," - განაცხადა ხმალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×