რეზონანსი
13.07.2020

გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე, რომელიც „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ პოლიტიკური საბჭოს წევრია, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გამორიცხავს. როგორც ნიკოლაძემ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში განაცხადა,  ის ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ, პარლამენტში შესვლის გარეშე იბრძოლებს.

"მე ჯერ კიდევ დიდი ხნით ადრე ვიყავი ჩართული, მათ შორის, კონსულტაციების დონეზე პარტიულ საქმიანობაში. შემდგომ  პარტიის რეგისტრაციის  დროს ოფიციალურად წარმადგინეს და მოგეხსენებათ, მე ახლა ვარ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი.

რა მაჟორიტარობა, რის მაჟორიტარობა?! მალევე ტრაგედია დაგვატყდა თავს და რა მემაჟორიტარებოდა?! ეს არ მაინტერესებს, საერთოდ არ არის  ეს ჩემს ინტერესში. მე არჩევნებში, რა თქმა უნდა, მონაწილეობას არ მივიღებ. ჩემთვის მაჟორიტარობა და მსგავსი რამეები საინტერესო არ არის, ჩემთვის საინტერესოა ზოგადი ამოცანები.

ერთადერთი რამე მაინტერესებს,  ამას არ შევარჩენ „ქართულ ოცნებას“, სანამ პირში სული მედგმება – რომ ეს ნაგვები დატოვა ისევ… დღეს რომ ციხეებში უნდა ეყარონ, გალიაში რომ პეჩენიებს უნდა აწვდიდეს მთელი ქვეყანა. აი, ამ ხალხს რომ პასუხი არ მოეთხოვა, ამას „ქართულ ოცნებას“ არ შევარჩენ" - განაცხადა ნიკოლაძემ.

იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×