რეზონანსი
08.07.2020

ინფექციური პათოლოგიების ცენტრის დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, დახურულ სივრცეებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადეების ტარება სავალდებულო კიდევ გაურკვეველი პერიოდით იქნება.

„პირბადეების ტარება სავალდებულო უნდა დარჩეს იქ, სადაც გაწერილია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებით, ანუ დახურულ სივრცეებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში მანამ, სანამ, მინიმუმ ჩვენ იგვლივ რეგიონსა და მაქსიმუმ მთელ მსოფლიოში არ იქნება ეპიდემიის ისეთი დაღმავალი ტალღა, როგორიც საქართველოშია",- აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

კორონავირუსის გავრცლების პრევენციის მიზნით, პირბადის ტარება საქართველოში სავალდებულო 17 აპრილიდან გახდა. პირბადის არ გამოყენების გამო გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა მოქალაქეებისთვის 20 ლარს, ხოლო იურიდიული პირებისთვის 500 ლარს შეადგენს.

საქართველოში კოვიდინფიცირების 963 დადასტურებული შემთხვევაა. გამოჯანმრთელებულია 841 და გარდაცვლილია 15 პაციენტი.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×