რეზონანსი
08.07.2020

„ჯორჯიანმანგანეზის“ ინიციატივით, გარემოსდაცვითი პროექტი - „გაამწვანე მომავალის“ მორიგიაქცია გაიმართა, აღნიშნული გამწვანების კამპანია სექტემბერში დასრულდება. კამპანია ზესტაფონში, ქვემო საქარის მიმდებარეტერიტორიაზე არსებული ქარსაცავი ზოლის აღდგენას ისახავს მიზნად, რისთვისაც 5000ცალი იფანის ჯიშის ხის ნერგის შეძენა მოხდა. გარემოსდაცვითი პროექტი 2019 წლის 31 ოქტომბერს,ზესტაფონში, „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველის, ნიკოლოზ ჩიქოვანისინიციატივით დაიწყო, რაც რეგიონში 25 ათასამდე ხის დარგვას ითვალისწინებს. კამპანიის ფარგლებში, 5 500 ერთეული იფანისა დააკაციის ნერგი, როგორც ფეროშენადნობთა ქარხნის, ასევე 18 სოფლის 26 სკოლისა და 48საბავშო ბაღის ტერიტორიაზე უკვე დაირგო. 

 გამწვანების აქციას, იმერეთში სახელმწიფორწმუნებული, ზვიად შალამბერიძე, მაჟორიტარი დეპუტატი შალვა კიკნაველიძე დაზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გოგლიჩიძე შეუერთდნენ, რომლებსაცზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორმა ვასილ გველესიანმა და „ჯორჯიანმანგანეზის“ გარემოს დაცვის დირექტორმა ირაკლი ნოზაძემ უმასპინძლეს. ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებმაფეროშენადნობთა ქარხნის ტერიტორიაზე ახალი, 22.5 მეგავატიანი ღუმელი და წიდებისდახარისხების უბანში დასრულებული მშენებლობა მოინახულეს. 

 მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“, პანდემიისშედეგად გამოწვეული საწარმოო და მსოფლიო ბაზარზე არსებული ეკონომიკური სირთულეებისმიუხედავად, მზად არის საქართველოს რეგიონებში, სადაც ის ოპერირებს (ზესტაფონი, ჭიათურა),სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებების ფარგლებში, გარემოსდაცვითი პოლიტიკა ზედმიწევნითგანახორციელოს, ასევე აქტიურად ჩაერთოს ყველა იმ პროექტსა და აქტივობაში, რაც საზოგადოებაშიგარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას ხელს შეუწყობს.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×