რეზონანსი
07.07.2020

სურამში ქმრის მიერ მოკლულმა ქალმა სიცოცხლის უკანასკნელი წამები დედასთან გაატარა. ადგილობრივები "კურიერთან" ამბობენ, რომ როცა ქმარმა ცოლი იარაღით მოკლა, ბავშვებმა ბებიას, დაურეკეს. ის სურამში ჩამოვიდა, მაშინ დაჭრილი ქალი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.

"როცა ქმარმა ცოლი იარაღით მოკლა, ბავშვებმა ბებიას, დედის დედას დაურეკეს. ის სურამში ჩამოვიდა, მაშინ დაჭრილი ქალი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და დედას დალაპარაკებია. საწყალმა გოგომ სული დედის ხელში დალია.

უპატიოსნესი გოგო იყო, ბავშვობიდან ვიცნობ. მკლვლელობა ეჭვიანობის გამო მოხდა. მეუღლეს, სავარაუდოდ, მოლანდებები ჰქონდა, უცხო კაცი გვერდით ეწვაო, უთქვამს ქმარს და ამიტომ ვესროლეო. იმ დროს, მოკლული ქალი სახლში ბავშვებთან ერთად მარტო იყო.“ – კურიერთან საუბრისას ამბობს ადგილობრივი.

ერთ-ერთი ახლობლის თქმით, მამაკაცი ალკოჰოლზე დამოკიდებული იყო.

„ხშირად სვამდა, ალბათ, „თეთრი ცხელება” დაემართა და ჰალუცინაციები ჰქონდა, ამიტომ მოხდა ეს ტრაგედიაც, ისე ცოლ-შვილი ძალიან უყვარდა.“ – ამბობს ოჯახის ახლობელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×