რეზონანსი
05.07.2020

საქართველოს ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გატაცებისა და წამების ბრალდებით დააკავეს. გვიან ღამით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხუთი ადამიანი დააკავეს.

დაკავებულთა შორის არის ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის პრიზიორი იური ლომაძე. მასთან ერთად დაკავებულია მისი ძმაც, ფეხბურთელი ლუკა ლომაძე.

„მთავარი არხის" ინფორმაციით, იური ლომაძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის ახლო გარემოცვის წევრია.

ბრალდებულები სამართალდამცავებმა გუშინ გვიან ღამით, ოზურგეთში დააკავეს. დაკავებულები ამ დროისთვის ბათუმის წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან მოთავსებული. დანაშაული ორიდან ათ წლამდე პატიმრობას გულისხმობს. გამოძიება ბრალს მათ ორი მუხლით 143-ე და 126-ე მუხლით ედავება. დანაშაული ორიდან ათ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×