რეზონანსი
01.07.2020

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში, საჯარო სკოლის შენობის კართან ქვეწარმავალი მოკლეს.

სკოლის დირექტორის, გიორგი ბუღრიძის განმარტებით, სკოლის შენობაში ქვეწარმავლის დაფიქსირების უკვე მესამე შემთხვევაა.

„თანამშრომელი შემოდიოდა და წამებში გადარჩა რომ არ უკბინა. ეს შხამიანი გიურზაა, რომელიც ბოლო დროს ძალიან მომრავლდა. სამი ადამიანი ვებრძოდით, რომ როგორმე მოგვეკლა. დახმარება გვჭირდება, უკვე სახლების მეორე სართულებზე ამოდიან. ჩვენ ახმეტის მუნიციპალიტეტს კი ვეკუთვნით, მაგრამ ტერიტორიულად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ვართ“,- განაცხადა ბუღრიძემ.

იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×