რეზონანსი
01.07.2020

ევროკავშირის სიაში საქართველოს მოხვედრა თავისთავად არ მომხდარა, ეს არის ჩვენი ძალისხმევის შედეგი და პრაქტიკულად ეს არის კიდევ ერთი აღიარება, რომ საქართველო იმ საკმაოდ ლიმიტირებულ, 15 ქვეყნის ჩამონათვალში მოხვდა, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები აღიარებენ, როგორც უსაფრთხო ქვეყანას, რომელთანაც შეუძლიათ გარკვეული დათქმებითა და პირობებით გახსნან მიმოსვლა - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა „დღის ქრონიკის" ეთერში განაცხადა.

ნათია თურნავას თქმით, ეს პირველ რიგში საქარველოს ანტიპანდემიური ღონისძიებების ეფექტიანობის აღიარებაა.

„მთავარი არის ის, რომ ეს უფლება, რაც მოვიპოვეთ, გამოვიყენოთ იმდაგვარად, რომ ეს იყოს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ და არა საზიანოდ. არავითარ შეთხვევაში არ უნდა დავაზიანოთ ის მონაპოვარი, რაც არის კეთილსაიმედო ეპიდემიოლოგიური ვითარება. ამიტომაც ვართ ჩვენ ამ უსაფრთხო ქვეყნების სიაში, რომელიც 2 კვირის თავზე გადაიხედება და ჩვენ კვლავაც იქ უნდა ვიყოთ. 2 კვირის შემდეგ, 4 კვირის შემდეგ და 6 კვირის შემდეგაც"- განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, ეს სია სარეკომენდაციოა, რაც ნიშნავს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ამ სიის იქით არ გავიდნენ.

„თუმცა ამავდროულად ევროკავშირის თითოეულ წევრ სახელმწიფოს აქვს დატოვებული გარკვეული თავისუფლება და ახლა თავისი ადგილობრივი ვითარების გათავლისწინებით და საკუთარი სეხედულებისამებრ, ისინი თავისუფლები არიან იმაში, რომ ან დამატებითი რეგულაცია დააწესონ ან შეზღუდონ ეს სია და ა.შ"- განმარტა ეკონომიკის მინისტრმა.

დღეიდან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მესამე ქვეყნების მოქალაქეებს საზღვრებს გაუხსნიან. შეზღუდვა უქმდება საქართველოსთვისაც, რომელიც ევროკავშირმა უსაფრთხოდ აღიარა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×