რეზონანსი
06.06.2020

კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას საქართველოში ეპიდსიტუაციაზე ნეგატიური გავლენა არ ჰქონია. ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ „იმედის" გადაცემაში „ანატომია" განაცხადა. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, ამ მხრივ საქართველო მეზობელი სახელმწიფოებისგან განსხვავდება.

„თქვენ ხედავთ რა ხდება ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, სადაც შეზღუდვები მოიხსნა. რაღაც კატასტროფა ხდება. დღეში ჰყავთ იმაზე მეტი ავადმყოფი ვიდრე ჩვენ 3 თვის განმავლობაში დაგვიგროვდა. მაგრამ ჩვენთან, საქართველოში შეზღუდვების მოხსნას ჯერჯერობით არანაირი უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია. ისევ გრძელდება ერთეული შემთხვევები, რაც იქნება", - აღნიშნა ცერცვაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ გამოვლენილი 26 ახალი შემთხვევა ძველ კლასტერს უკავშირდება და შეზღუდვების მოხსნას არ უკავშირდებოდა. ცერცვაძემ ასევე აღნიშნა, რომ ასეთი დადებითი სტატისტიკა სამთავრობო ვერტიკალის და დაავადებათა კონტროლის ცენტრის კარგი მუშაობის შედეგია.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×