რეზონანსი
05.06.2020

სომხეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 596 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შვიდი პაციენტი კი, გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის მონაცემებზე დაყრდობით ავრცელებს.

ოფიციალური მონაცემებით, 5 ივნისის მდგომარეობით, სომხეთში სულ რეგისტრირებულია „კოვიდ-19"-ით ინფიცირების 11 817 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 513 ადამიანი, გარდაიცვალა სულ 183 პაციენტი. ამასთან, 69 ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზი სხვა დაავადება გახდა. მკურნალობას განაგრძობს 8 052 ინფიცირებული.

როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკო ფაშინიანი აცხადებს, მოქალაქეები წესებს არ იცავენ.

„ეს არის ისტორია არა კონკრეტულად ამ ადამიანების შესახებ, არამედ ჩვენ ყველას შესახებ. სამწუხაროდ, მეც დავინფიცირდი კორონავირუსით. ეს იმას ნიშნავს, რომ სადღაც, რაღაც სწორად არ გავაკეთე", - აცხადებს სომხეთის პრემიერ-მინისტრი.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×