რეზონანსი
02.06.2020

,,მესამე შვილის გაჩენა იმიტომ გადავწყვიტეთ მე და ჩემმა მეუღლემ, რომ ჩვენ უნდა გაგვეზარდა და აღმოჩნდა, რომ სამი თვეა არ მინახავს. ამ სამთვიანი პაუზის შედეგ პირველად შაბათს ვნახე, თავიდან ძაან გაოცდა, მაგრამ იმედია, მერე და მერე შევეჩვევით ერთმანეთს", - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა POSTV-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, იმიტომ რომ სახლიდან ყოველთვის ადრე გადის და უკან გვიან ღამე ბრუნდება ბავშვები ოჯახის წევრად ვერ აღიქვამენ.

„სამი შვილი მყავს, მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ და ასევე მათდა სამწუხაროდაც, არც ერთი არ აღმიქვამს როგორც ოჯახის წევრს, მაგრამ სამივე მე მგავს. ღამე მივდივარ ძალიან გვიან და დილით მოვდიოდი სახლიდან ძალიან ადრე. შუათანა ცოტა სხვანაირი ბავშვია და ამბობს-ხოლმე, ის კაცი მოვიდა, ღამღამობით რომ დადისო" - აღნიშნა ლევან რატიანმა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×