რეზონანსი
29.05.2020

თიანეთის მიუნიციპალიტეტის სოფელ მამადაანებში განზრახ მკველელობისთვის ბრალდებით დაკავებულს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 6 სექტემბერს, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამადაანებში, ზ.მ-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, სხვა პირს გულმკერდის არეში დანით მიაყენა ჭრილობა. ის ადგილზევე გარდაიცვალა, ზ.მ. კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

უწყების განცხადებით, ზ.მ ამავე წლის 9 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ზ.მ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 19 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×