რეზონანსი
29.05.2020

ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატები მედიასთან კომენტარის გაკეთებას წყვეტენ. ამის შესახებ განცხადებას ერთ-ერთი მათგანი ირმა ჭკადუა აკეთებს.

„მსოფლიოს 27 ჩოგანის, ნიკოლოზ ბასილაშვილის, იურისტების განმარტება: დღეს, ელექტრონულ მედიასაშუალებებში, გავრცელდა ინფორმაცია, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე, ნოვაკ ჯოკოვიჩის დაკითხვასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.

ჟურნალისტთან, სატელეფონო კომუნიკაციის დროს, როგორც ჩანს, არასწორად იქნა გაგებული ინტერვიუს ეს ნაწილი და გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, რას ვგულისხმობდით: როგორც ცნობილია, ნიკოლოზ ბასილაშვილს, ადრეული ასაკიდან, უწევდა ცხოვრება უცხოეთში. შესაბამისად, მისი მეგობრებისა და კოლეგებისგან, გვსურს, მოვიპოვოთ ნიკოლოზის პიროვნული დახასიათება. ამისათვის, ვგეგმავთ, არაერთ ცნობილ სპორტსმენთან, ამ მიზნით, კომუნიკაციას. სამწუხაროდ, აღნიშნული ინფორმაცია, წარმოჩენილი იქნა ისე, თითქოს და ნოვაკ ჯოკოვიჩი უნდა დაიკითხოს ქართული სასამართლოს მიერ.

ვფიქრობთ, ამ თემის, ასეთი სახით ინტერპრეტაცია გადაჭარბებულია. მსგავსი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, ჩვენ, ნიკოლოზ ბასილაშვილის იურისტები, აღარ ვაპირებთ კომენტარების გაკეთებას, მედიასთან, მით უფროდისტანციურად. უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, ჩვენს პოზიციებს, გავაჟღერებთ წერილობითი სახით" - წერს ირმა ჭკადუა სოციალურ ქსელში.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
***   (29.05.2020)
გვიან მიხვდით.ეხლა გინდ ასე იმმართლეთ თავი გინდ ჩამოშორდით საქმეს.თქვენ თავად გახადეთ ყველაფერი საჯარო.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×