რეზონანსი
08.04.2020

„ჯორჯიან მანგანეზი“ კორონავირუსთან (COVID19)  ბრძოლისთვის საჭირო ღონისძიებების გატარებას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს. 

გუშინ, ჭიათურაში „ჯორჯიან მანგანეზის“ დასუფთავების სამსახურის მიერ კორონავირუსის პრევენციის მიზნით სადეზინფექციო და მომრეცხი სამუშაოები ჩატარდა.  

ქუჩის მორეცხვის სამუშაოები „ჯორჯიან მანგანეზის“ მექანიკური დაგვის და გადამრეცხი უნივერსალური ავტომობილებით განხორციელდა და მასში კომაპნიის დასუფთავების სამსახურის მიერ გამოყოფილი ბრიგადის 10 წევრი იღებდა მონაწილეობას. 

სადეზინფექციო სამუშაოების პროცესში „ჯორჯიან მანგანეზთან“ ერთად ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები იყვნენ ჩართულები.  

 „ჯორჯიან მანგანეზი“ მსგავსი სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელებას ზესტაფონშიც გეგმავს. 

გიორგი ჩხეიძე „ჯორჯიან მანგანეზის“ დასუფთავების სამსახურის უფროსი:

„ჯორჯიან მანგანეზმა“, როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე საწარმომ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ჭიათურაში ქუჩის მომრეცხი და სადეზინფექციო სამუშაოები განახორციელა.

„ჯორჯიან მანგანეზის“ დასუფთავების სამსახური მაქსიმალურად მობილიზებულია და აღნიშნული სამუშაოების ჩატარებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს.“

გივი მოდებაძე ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი:

„ჩვენ მობილიზებულები ვართ იმაზე, რომ ჭიათურაში მომრეცხი სამუშაოების ჩასატარებლად ყველა უბანში შევიდეთ და ახალ კორონავირუსს სადეზინფექციო საშუალებებით ვებრძოლოთ. 

 შესაძლებლობა ნამდვილად გვაქვს, რომ ეს ვირუსი ერთად დგომით დავამარცხოთ. ბევრ ქალაქს იმის შესაძლებლობა არ აქვს, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ მსგავსი სახის სპეცტექნიკა ჰყავდეს. ერთობლივად ჩვენ ძალიან ბევრი კარგი საქმე გამოგვსვლია და მომავალშიც გამოგვივა.“

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×