რეზონანსი
07.04.2020

ანიტა ფაცაციას დედა მარიკო სადრაძე ჟურნალ "თბილისელებს" თავისი შვილის გადაცვალების შემდეგ მომხდარ სასწაულებზე ჰყვება.

მარიკოს თქმით, ანიტას საფლავზე პერიოდულად სხვადასხვა საჩუქრებს ტოვებენ. მარიკო აღნიშნავს, რომ თავისი შვილის სახელობის ლექსების კრებული გამოიც ამასთან ის მტრედთან დაკავშრებულ ერთ განსაკუთრებულ შემთხვევასაც იხსენებს.

"სრულიად უცხო ადამიანები ამოდიან ანიტასთან, ხან რა დამხვდება და ხან რა, ზოგმა გულები დაუტოვა, ზოგმა - წერილები, ხატები, პატარა ანგელოზები... ეს ადამიანები მაგრძნობინებენ, რომ ვახსოვართ და ჩემს გვერდით არიან, მეც მინდა, ვუთხრა მათ, რომ ყველა გზავნილს ვნახულობ და უზომოდ მადლობელი ვარ.

იმდენი ლექსი დაუწერეს, რომ უკვე ანიტას საბავშვო ლექსების კრებულიც გამოიცა. წიგნში გადმოცემულია ანიტას ისტორიები, ტერმინები, ამბები და ლექსები. ანიტას დიდი გულშემატკივრები არიან გოგონები, რომლებსაც საერთოდ არ ვიცნობდი. ეს ადამიანები აკეთებენ ყველაფერს, რომ გამახარონ. იდეა მოუვიდათ, სიმბოლურად ანიტას ორმოცზე ცაში გაეშვათ თეთრი მტრედი. მოიყვანეს მტრედი, გავუშვით, მაგრამ არ წავიდა. გაფრინდება, მაგრამ მერე მაინც ბრუნდება, ხანდახან ეკელსიაში შედის და იქ ათენებს ღამეს. ერთხელაც, თურმე, წმიდა გიორგის ხატზე იჯდა მთელი ღამე. დილით გამოდის და ისევ ანიტას ირგვლივ ტრიალებს. ერთმა ადამიანმა მტრედს სრულიად უსასყიდლოდ გაუკეთა სახლი, ხაშურიდან გამომიგზავნა და იქ ვსვამთ ხოლმე. სულ ანიტას ტერიოტრიაზეა და არ უნდა წასვლა. საერთოდ ანიტას უყვარდა ყველა ცხოველი, მწერი, ფრინველი. თვითონაც ბაჭია დაირქვა. ალბათ, ეს მტრედი რაღაც სიმბოლურია. ზუსტად ვიცი, ანიტას რომ ენახა, ძალიან ბედნიერი იქნებოდა. ჩვენც ჩვეულებრივად ვიჭერთ, ვეფერებით და მერე ვუშვებთ", - ამბობს ანიტა სადრაძე.

ცნობისთვის, ანიტას უმძიმესი დააავდება - დილატაციური კარდიომიოპათია საქართველოში დაუდგინეს. ის ჯერ ევროპაში მკურნალობდა, თუმცა გულის გადანერგვის მიზნით ინდოეთში გადააფრინეს. ბევრი მცდელობის მიუხედავად ანიტასთვის სიცოცხლის შენარჩუნება შეუძლებელი აღმოჩნდა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×