რეზონანსი
04.04.2020

მაშინ, როდესაც მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება, გასაოცარია, მაგრამ ერთ ქვეყანაში მსხვერპლი არ არის - ეს საქართველოა, - ამის შესახებ ნათქვამია Fox News-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

სტატიაში აღნიშნულია, რომ COVID-19-ის პირველი შემთხვევა ქვეყანაში 26 თებერვალს დადასტურდა, როდესაც აზერბაიჯანის საზღვარზე ირანიდან მომავალ საქართველოს მოქალაქეს ვირუსი დაუდგინდა. 3 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 148 შემთხვევა დაფიქსირდა, 27 გამოჯანმრთელდა და რომ გასაოცარი შედეგია ის, რომ არც ერთი ადამიანი არ გარდაცვლილა.

„შორს ვართ იმის თქმისაგან, რომ ვირუსის გავრცელება შეჩერებულია, მაგრამ მაქსიმუმი გავაკეთეთ გავრცელების მრუდის გაბრტყელებისთვის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სიტუაცია სტაბილიზირებულია. არ შეგვიძლია გადაჭარბებულად მოქმედება ან არაგონივრული ნაბიჯების გადადგმა. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს ექსპერტებთან საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ლუგარის ლაბორატორიაში და ჯანდაცვის სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა განვსაზღვროთ, თუ როდის უნდა მოხდეს საქართველოში შეზღუდვების მოხსნა“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ქვეყანამ ფატალური შემთხვევები აიცილა, თუმცა ქვეყნის ეკონომიკას - რომელიც შეფასებულია, როგორც განვითარებადი თავისუფალი ბაზარი - დიდი დარტყმა მიადგა.

„რა თქმა უნდა, ჩვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ეკონოიკური შედეგი ჰქონდა. ისევე როგორც თითქმის ყველა ქვეყანამ, დავაწესეთ სოციალური დისტანცირების აუცილებლობა და დავხურეთ ყველა არაგადაუდებელი ბიზნესი,“ -განაცხადა გიორგი გახარიამ.

სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მეზობელ ქვეყნებში : თურქეთში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და რუსეთში, ჯამში, დაინფიცირების 23 500 შემთხვევაა დადასტურებული და გარდაცვლილია 372 ადამიანი.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×