რეზონანსი
31.03.2020

თურქეთიდან დაბრუნებულ საქართველოს ხუთ მოქალაქეს ტემპერატურის მატება აღენიშნება, რის გამოც, ისინი საავადმყოფოში გადაჰყავთ.

როგორც მგზავრი აცხადებს, ყველა მოქალაქეს სარფის გამშვებ პუნქტზე სამედიცინო პერსონალმა თერმოსკტრინინგი ჩაუტარა, რის შემდეგაც საკარანტინო ზონაში განთავსდებიან.

„ახლა ვიმყოფებით საქართველოს მხარეს სარფში. შეგვიმოწმეს სიცხე და ავტობუსში დაგვაბრუნეს. რამდენიმე წუთის წინ მოვიდა სასწრაფო დახმარების მანქანა. როგორც გვითხრეს, ხუთ ადამიანს (სამ კაცს და ორ ქალს) სიცხე აქვს და კლინიკაში გადაჰყავთ.

ჩვენ გვითხრეს, რომ გადავყავართ საკარანტინო ზონაში, ბათუმში სასტუმრო „ვერდიქტში". სულ 25-მა ადამიანმა ვიმგზავრეთ ამ ავტობუსით. მეორე ავტობუსი მოგვიანებით გამოვიდა სტამბულიდან და მათ შესახებ ინფორმაცია არ ვიცით", - განაცხადა ერთ-ერთმა მგზავრმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 54 მოქალაქეს თურქეთიდან გამომგზავრებისას პრობლემები ორი დღის წინ შეექმნათ. სტამბულიდან გამოსული ავტობუსი თურქმა სამართალდამცავებმა უკან, აქსარაის ავტოსადგურში დააბრუნეს, რისი მიზეზიც გადაადგილების ნებართვის შესახებ დოკუმენტის არქონა გახდა. მგზავრებმა ღამე ავტოსადგურში, ავტობუსში გაათენეს. გუშინ ქართველი მგზავრები ორ ნაწილად გაყვეს და ცალ-ცალკე 2 ავტობუსით საქართველოსკენ წამოვიდნენ. ერთი ავტობუსი სარფში უკვე შემოსულია.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×