რეზონანსი
31.03.2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კათოლიკოს პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა. ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯღამაიძემ დაუდასტურა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო, თუ როგორ და რა ფორმით გავრცელდება საყოველთაო კარანტინის რეჟიმი ეკლესია-მონასტრებში ღვთისმსახურებაზე.

ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება, რომ წირვა-ლოცვა სოციალური დისტანციის მკაცრი დაცვის, ღია ცის ქვეშ ჩატარდეს, თუმცა ანდრია ჯაღმაიძის თქმით, საკითხი განხილვის ეტაპზეა და საპატრიარქოს საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს ხანში გამოცხადდება.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×