რეზონანსი
30.03.2020

გავლენიანი „კანონიერი ქურდის" შაქრო კალაშოვის ცოლ-შვილი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

REN TV-ის ცნობით, კალაშოვის მეუღლე მარინა გოლდბერგი და მათ 15 წლის ვაჟი დანიელი კომუნარკას საავადმყოფოში გადაიყვანეს, მანამდე კი ოჯახი მოსკოვის მახლობლად კალაშოვის ფეშენებელურ სასახლეში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ორივე მათგანი მოსკოვში, ერთ-ერთ დახურულ თავყრილობაზე დაინფიცირდნენ.

თავად კალაშოვი ამჟამად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, 9-წლიან სასჯელს იხდის.

წყარო: "Prime time"

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×