რეზონანსი
26.03.2020

ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ შამგონას ცენტრის მოპირდაპირედ რუსი სამხედროები ახალ საგუშაგოს ხსნიან. ამის შესახებ ადგილობრივებმა „პრაიმტაიმს" აცნობეს.

„5 დღეა რაც მუშაობს ტექნიკა, ბულდოზერი. შეიმჩნევა რუსი სამხედროების გადაადგილება. სავარაუდოდ, ახალ ბლოკ-პოსტს აშენებენ. ასევე გაჰყავთ გზა.

ვესაუბრეთ ოკუპირებულ თაგილონში მცხოვრებ მოსახლეობას და ისინიც ადასტურებენ ამ ფაქტს. ეს კი ჩვენი აზრით უკავშირდება ადმინისტრაციული საზღვრის სრულ გაკონტროლებას",-განუცხადა „პრაიმტაიმს" სოფელ შამგონის მკვიდრმა ლაშა ბეჭვაიამ.

როგორს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში„პრაიმტაიმს" განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით გააქტიურებულია „ცხელი ხაზი" და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონასთან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები აწარმოებდნენ უკანონო სამუშაოებს. ფაქტთან დაკავშირებით გააქტიურებულია „ცხელი ხაზი" და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია",-აცხადებენ სუსში.

“პრაიმტაიმი“

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
ჩაწერა სახელი
!!!   (27.03.2020)
რუსეთის საწინააღმდეგო ვაქცინაზეც უნდა იმუშაონ მსოფლიოს მეცნიერებმა.

ევრიკა!   (27.03.2020)
"ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები აწარმოებენ უკანონო სამუშაოებსო" - ახალი ამბავი! აქამდე ხომ სულ კანონიერ ქმედებებს ჩადიოდნენ?! უცებ თქვენც არ აღშფოთდეთ!

Vaa   (26.03.2020)
Erti virusiani miugzavnet mag nabichvrebs

ultra   (26.03.2020)
მთელი მსოფლიო მომაკვდინებელ ვირუსს ებრძვის, რუსებს ეს ვირუსი კი ხოცავს შეუმჩნევლად, ჩვენი ქვეყანა საუკეთესო შედეგებს აჩვენებს სამედიცინო მეცნიერების მხრივ, მსოფლიო ერთად დგას ფეხზე და მეცნიერები ლამის სმს-ებით ცვლიან ინფორმაციას პაციენტების უკეთესი მკურნალობის სახელით! და ამ დროს რუსი აშენებს ღობეს, ტფუუუიიი, ასე ძაღლურად არ გაგიმართლოს მეზობელში - ბედი არ გინდა>!! ამათი ხანიგა დედამოვტყან მე.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×