რეზონანსი
25.03.2020

კორონავირუსით დაინფიცირებულ ერთ-ერთ პაციენტს, რომელსაც დღის მეორე ნახევარში კორონავირუსი დაუდასტურდა, თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. ის ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის განცხადებით, ინფიცირებული პირი კლინიკაში 24 მარტს მოთავსდა. ის საავადმყოფოში სარფის საბაჟოდან თერმოსკრინინგის გავლის შემდეგ გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ დღის მეორე ნახევარში კორონავირუსით დაავადების კიდევ ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსი ლაბორატორიულად დადასტურებული 75 შემთხვევაა რეგისტრირებული.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×